დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველის კანდიდატი დაასახელა
2012/10/12 09:18:50

„ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი“ - ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვაში სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით. მიმართვას ხელს 39 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. სოციალურ ქსელში  facebook-ზე გვერდია შექმნილი სახელწოდებით "თამარ გურჩიანი სახალხო დამცველად."

„თამარ გურჩიანი არის მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში იგი მონაწილეობდა მედიის თავისუფლების, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.

გარდა პროფესიული გამოცდილებისა, ჩვენი შეფასებით, თამარს აქვს სახალხო დამცველისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები: იგი არის სამართლიანი, პრინციპული პოლიტიკურად მიუკერძოებელი, აქვს სამოქალაქო გამბედაობა და პასუხისმგებლობა. ის გამოირჩევა თანამშრომლობის, კოლეგების აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების მიღწევის უნარებით“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართვაში.

ომბუდსმენობის კანდიდატად დასახელებული თამარ გურჩიანი კი აცხადებს, რომ მას აქვს გარკვეული ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეს სისტემა, რადგან  სახალხო დამცველის ეფექტიანობის გასაზრდელად საჭიროა, რომ მას უფრო მეტი უფლებები გააჩნდეს.

სახალახო დამცველის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ყოფილი სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრად გადავიდა. სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით აქტიურობა კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყო და მოუწოდა გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს, ამ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენისას სამოქალაქო საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს. სახალხო დამცველის კანდიდატურებად საზოგადოებაში ასევე სახელდებიან იურისტი ლია მუხაშავრია, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1766
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია