დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონტროლის პალატის წინაასარჩევნო წნეხი - რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებზე
2012/03/14 15:07:54

კონტროლის პალატის წინაასარჩევნო წნეხი - რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებზე
რესპუბლიკური პარტიის წევრი მაია ღურცკაია, რომელმაც 11 მარტს საქართველოს კონტროლის პალატისაგან გამოგზავნილი წერილი ჩაიბარა, მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ აქტივისტების დაშინება მიმდინარეობს.
„დაახლოებით თერთმეტ საათზე, მანქანით ოთხი ადამიანი მოვიდა, რომლებიც საქართველოს ფოსტის თანამშრომლებად გამეცნენ. გადმომცეს წერილი და გამაფრთხილეს, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ სანქციები იქნებოდა მიღებული. რა თქმა უნდა, წერილი ჩავიბარე და ვფიქრობ, მისამართი შეეშალათ. მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთი თეთრი არ გადმოურიცხავს ჩემს ანგარიშზე,“-განაცხადა ჩვენთან საუბრისას ღურცკაიამ. 
მისივე თქმით, „ეს კამპანია მიმართულია იმისთვის, რომ ჩამოვშორდე „ქართულ ოცნებას.“ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღე გვაშინებს და გვაშანტაჟებს, უფრო გამიძლიერდა სურვილი, ჩავერთო „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.“
ქუთაისში, „ქართული ოცნების“ ოფისში, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსეფაშვილის მიერ 12 მარტს გაკეთებული განცხადებით, „ასობით ჩვენმა აქტივისტმა სხვადასხვა რაიონებსა და ქალაქში, კონტროლის პალატისგან უწყება მიიღო. მათ სთხოვეს, დილის ათი საათიდან გამოცხადებულიყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში და ახსნა-განმარტება მიეცათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ. ძირითადად ეს უწყებები მიუვიდათ არა ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, არამედ - იმ ადამიანებს, ვის ზურგზეც უნდა გადაიაროს საარჩევნო კამპანიის პროცესმა,“ - განაცხადა უსუფაშვილმა. 
მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებსაც კონტროლის პალატა „იწვევს“, არასოდეს დაუფინანსებიათ პარტიები და ნოემბერ-დეკემბერში ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ ხელმოწერებს აგროვებდნენ.
„ამ ხალხს, ფინანსური კუთხით, პარტიასთან შეხება მაშინ ჰქონდათ, როდესაც პარტიამ, ბანკის მეშვეობით, ყველა წესისა და კანონის დაცვით, მცირე გასამრჯელო გადაურიცხა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
მისივე თქმით, რეგიონებში „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და უკანონო მოთხოვნების წაყენება მასობრივად ხორციელდება, რაც ხალხის უკმაყოფილებას და გაბრაზებას იწვევს.“
ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია