დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლტოლვილთა სამინისტრო ახალ კანონზე მუშაობს
2013/05/13 12:19:14

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობს. კანონპროექტზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მას სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

როგორც მინისტრი დავით დარახველიძე აცხადებს, კანონის მიზანია, შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა უფლებების დაცვას იძულებით გადაადგილების  პერიოდში; ხელს შეუწყოს დევნილთა რეგისტრაციის ადგილზე მათ ინტეგრაციას; ხელს შეუწყობს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას.

კანონპროექტზე მუშაობაში ჩართულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი; ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი; დანიის ლტოლვილთა საბჭო; სახალხო დამცველის აპარატი. საკონსულტაციოდ საქართველოში ჟენევიდან გაეროს ექსპერტი ალეჰონე აბები ჩამოვიდა.

კანონპროექტი შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის სახელმწიფო უწყებებში გადაიგზავნება, შემდეგ კი მას საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია