დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსების „მიუტევებელი უხეშობა“ კურილიის კუნძულებზე
2011/02/14 12:17:05

კურილიის  კუნძულების გამო რუსეთ-იაპონიის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა. კურილიის სამხრეთ კუნძულები, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით,  იაპონიას ეკუთვნიან და ვერც რუსი ჩინოვნიკების ვიზიტები, ვერც რუსეთის მიერ კუნძულების მილიტარიზაციის გაძლიერება ვერ შეცვლის ტოკიოს პოზიციას“, - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიძი მაეხარამ.

 

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით,  კურილიის კუნძულებზე სამხედრო შეიარაღება განთავსდება, რომელიც აუცილებელია კუნძულის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ასევე, ორივე ფრანგული ვერტმფრენმზიდი „მისტრალი,“ რომელთა შეძენასაც რუსეთი გეგმავს,  წყნარი ოკეანის ფლოტის შეიარაღებაში შევლენ, რაც რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალას გაზრდის.

გასული წლის ნოემბერში დიმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა კურილიის კუნძულებს, რასაც ტოკიოს მხრიდან პროტესტი მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი არის პირველი რუსი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა სადაო კუნძულებზე. პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, კურილიის კუნძულებზე ჩასვლას მოუხშირეს რუსმა მაღალჩინოსნებმაც. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა რუსი ჩინოსნების ვოიაჟებს „მიუტევებელი უხეშობა“ უწოდა და საჯაროდ განაცხადა, რომ იაპონია თავის მოთხოვნებზე უარს არასოდეს იტყვის.

7 თებერვალს კურილიის პრობლემასთან დაკავშირებით იაპონიაში დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც თხუთმეტი ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაცია ყოველწლიურად იმართება კურილიის ქედის ოთხი კუნძულის იაპონიისათვის დაბრუნების მოთხოვნით, რომელსაც იაპონელები „ჩრდილოეთის ტერიტორიებს“ უწოდებენ.

რუსეთ-იაპონიას შორის არსებული ტერიტორიული პრობლემა  11 თებერვალს განიხილეს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მოსკოვში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს. ამავე შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კურილიის კუნძულების სადაო საკითხთან  დაკავშირებით  ოფიციალური ტოკიოს ქმედებებს მიუღებელი უწოდა. ამავე დროს, ბატონმა ლავროვმა აღნიშნა, რომ იაპონელი კოლეგის ვიზიტი დროული იყო. თავის მხრივ, ხოლო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები უფრო მეტ სიბრძნეს გამოიჩენენ ტერიტორიული პრობლემის გადაჭრის დროს.

მოსკოვი კურილიის კუნძულებს რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს იმ საფუძვლით, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგად კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდნენ, რუსეთის ფედერაცია კი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს. იაპონია კი თავის პრეტენზიებ,ს საერთაშორისო სამართლებრივად, ასაბუთებს 1855 წლის ორმხრივი პაქტით სავაჭრო ურთიერთობებისა და საზღვრების შესახებ, რომლის მიხედვითაც კურილიის ქედის ოთხივე კუნძული იაპონიის ტერიტორიად არის აღიარებული.

მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი ტერიტორიული დავა დღითიდღე მწვავდება, ორივე მხარე კვლავ დიპლომატიურად იმეორებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები სადაო ტერიტორიაზე  გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ ურთიერთობებზე კუნძულების პრობლემა არ იმოქმედებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია