დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯერ აურჩეველი მერის პოლიტიკური გეგმები
2013/05/13 13:51:44

ხალი მერის არჩევის პარალელურად, ქუთაისის მერიაში მასობრივი ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყება. საკრებულოს 10 მაისის სხდომაზე რეორგანიზაციის ზოგიერთი დეტალი გახდა ცნობილი. კერძოდ, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები უკვე ღიად აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში (რაშიც, სავარაუდოდ, მერის არჩევის შემდგომი პერიოდი იგულისხმება) მერიაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დაიწყება. მოსალოდნელია თანამშრომელთა 15 პროცენტის სამსახურებიდან გათავისუფლება.

 

„თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლება გარდაუვალია. მმართველ გუნდში არიან ის ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომელ სამსახურში რამდენი ადამიანია საჭირო. ასევე მიგვაჩნია, რომ აუცილებელია რამდენიმე სამსახურის გაერთიანება, ზოგისაც  - გაყოფა,“ - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ მეშველიანი.

„შემცირებები იქნება, მაგრამ პირობას გაძლევთ, უმუშევარი არავინ დარჩება,“ - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა.

მერიის თანამშრომლებისთვის გაცილებით მძიმე პროგნოზებს აკეთებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე. მღვდელაძე ქუთაისის მერიის თანამშრომელთა ნაწილს „ზონდერებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ყველა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა, თანამდებობას დატოვებს.

„პენსიასავით იღებდნენ ეს ადამიანები ხელფასს და რისთვის? - ზონდერსაქმიანობისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ წლები ინახავდა მათ და კონკრეტულ პარტიულ დავალებებს ასრულებინებდა. ყველა ეს ზონდერი გათავისუფლებული იქნება სამსახურიდან. აქ ბევრი პროფესიონალი კადრია, რომლებიც იმსახურებენ თანამდებობებზე ყოფნას,“ - ამბობს მამუკა მღდელაძე.

განცხადების პარალელურად, მღვდელაძე ირწმუნება, რომ თანამშრომელთა დოკუმენტაციების განხილვისას, თანამდებობების შესანარჩუნებლად მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იქნება.

როგორც ცნობილია,  მერიაში ოპტიმიზაციის პროცესს ქუთაისის საკრებულოში ახლახან შექმნილი საატესტაციო-საკონკურსო კომისია წარმართავს. მუდმივმოქმედი კომისია მომავალშიც იმუშავებს მერიის სამსახურებისა და მათი თანამშრომლების მონაცემების გადასინჯვა-განახლებაზე.

საკონკურსო კომისიას არ ენდობა  საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია უკლება და მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მერიის სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით გეგმავს.

„ადამიანების შემცირებას აპირებენ იმის მიხედვით, ვინ იყო 19 აპრილის აქციაზე და ვინ - არა. პოლიტიკა და საჯარო სამსახურში პროფესიული მოღვაწეობა სხვადასხვა რამეა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს სიმართლე აღმოჩნდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ უნდობლობას უცხადებს კომისიის მუშაობას და არ აღიარებს არც მათი მუშაობის შედეგებს,“ - აცხადებს გია უკლება.

მერიის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების პარალელურად, ქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. რეორგანიზაციის ზოგიერთი დეტალი გასულ კვირას, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა“ პრესკონფერენციაზე უკვე გააჟღერა. კერძოდ, როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, რეორგანიზაცია შეეხება ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ ორი სამსახურის გაერთიანებას გეგმავენ.  აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნული სამსახურები წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში გაიყო და ქონების მართვის განყოფილება ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდა. რამდენიმე თვის წინ გაყოფილი სამსახურები კვლავ გაერთიანდება. ცვლილებები შეეხება ქუთაისის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურსაც, თუმცა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის  თუ რომელი სამსახური გაერთიანდება ზემოთაღნიშნულ სამსახურთან ერთად.

მოსალოდნელი ცვლილებები უკვე განხილვის აქტუალური თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის კულისებში. მერიის თანამშრომლები გარდაუვალი შემცირების მოლოდინში არიან. როგორც კულუარებში ამბობენ, რეორგანიზაციის დეტალები დახურულ კარს მიღმა უკვე გაიარეს მერიის ჩინოვნიკებმა. აქედან გამომდინარე, თანამშრომელთა ნაწილი შიშობს, რომ „გასაცხრილავთა“ სია უკვე შედგენილია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია