დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემი შვილის თავდადება ღირდა“- აგვისტოს ომში დაღუპული შვილის დედა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2023/08/21 02:33:38

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 15 წელი გავიდა. IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  აგვისტოს ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და  224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ხოლო, კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაიჭრა/დაშავდა  2232 ადამიანი, მათგან 1045 პირი  სამხედრო მოსამსახურე იყო. 

2008 წლის ომის დღეებიდან ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზასთან გამართული ბრძოლა, სადაც რუსეთის არმიის მოტომსროლელ ასეულთან ერთსაათიან ბრძოლაში 17 ქართველ ჯარისკაცი ერთად დაიღუპა, სენაკის მეორე  ქვეითი ბიგადიდან მხოლოდ 5 ჯარისკაცი გადარჩა. უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული ბიჭების გვერდით იბრძოდა გმირი ალექსანდრე ონიანი, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრილი ნათლული, რომან ზოიძე, გულში ჩაიკრა და თავი აიფეთქა. 

 ეროვნული გმირი ალექსანდრე ონიანი თავის მშობლიურ მხარეში საგვარეულო სასაფლოზეა დაკრძალული. ომიდან 15 წლისთავზე შინდისთან გარდაცვლილი მებრძოლების ხსენების დღეს, ჩვენ  ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში ალექსანდრე ონიანის საფლავზე ჩავედით, სადაც  გმირის დედას ქალბატონ რუსიკო გელოვანს შევხვდით.

70 წლის შვილმკვდარ დედასთან საუბარი  ემოციურად რთული იყო..  

 

 

- ქალბატონო რუსიკო, როგორც გადარჩენილი მებრძოლები ყვებიან, თქვენს შვილს გადარჩენა შეეძლო, მაგრამ მან დამარცხებული მებრძოლების გვედით სიკვდილი ამჯობინა. თქვენ, როგორც  გმირის აღმზრდელი დედა,  ამ ტრაგედიით ჩვენი ქვეყნის  უახლესი   ისტოორის  ნაწილი გახდითამ მძიმე ტვირთზე მოგვიყევით.

 


- ალეკო ბავშობიდან განსაკუთრებული პატრიტიზმით გამოირჩეოდა, ჯარში თავს კარგად გრძნობდა. ომი თუ დაიწყებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ,ზოგადად, მეგობრებისთვის რომ ყველაფერს გააკეეთებდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი და ასეც მოხდა

2008 წელს ალეკო აქ იყო ჩამოსული, მშობლიური სახლის გარემონტებას გეგმავდა, ერთ დღეს მოულოდნელად გამოიძახესყველა გეგმა შეეცვლა, წავიდა და აღარ დაბრუნდა.. 


მალევე შევიტყვეთ, რომ ომი დაიწყო. ტელევიზორს არ ვრთავდი, რამე ინფორმაცია რომ არ გამეგო. ვიცოდი ჩემი შვილის ხასიათი და  ცუდი მოლოდინი მქონდა, ას მოხდა.. მან საკუთარი არჩევანი გააკეთამეამაყება, რომ ასეთი შვილი მყავდა, მაგრამ  დედისთვის ეს  ტრაგედია მოუშუშებელ ტკივილად რჩება, რაც დრო გადის უფრო მეტად მტკივა ჩემი 27 წლის შვილი, რომელსაც ამ ქვეყნად მხოლოდ  გმირის სახელი დარჩაძალიან ცუდად ვხდები, ამ თემას რომ ვეხები, სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ  საუბარი არ შემიძლია. ერთი კი ვიცი, ჩემი შვილის თავდადება ღირდა!”

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია