დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე მშობლიური სოფელ ლაშის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/10/04 13:46:45

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი მშობლიური სოფელ ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილი წარუდგინა.

ლაშის თემში პავლე კიკალიშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ეს არის კაცი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. დარწმუნებული ვარ ის იქნება დეპუტატი, რომელიც თითოეული თქვენგანის ხმას მოიტანს ჩვენამდე და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სოფლის განვითარებისთვის, თქვენი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“ -  მიმართა მერობის კანდიდატმა მოსახლეობას და მათ მომავალი გეგმები გააცნო.

კანდიდატის თქმით, ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაგრძელდება ცენტრალური გზების კეთილმოწყობა, მიმდინარე წელს კი დაიწყება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მოასფალტებაც, ასევე, მომზადებულია ზედა ლაშის გაზიფიცირების პროექტი. თოფურისძის განცხადებით,  მომდევნო 4 წელიწადში ხარაგაულის არცერთ სოფელს ინფრასტრუქტურული პრობლემა აღარ  ექნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია