დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანა დოლიძე: ჩვენი ინფორმაციით, მესტიის პირველ და მეორე უბნებზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/02 21:26:02

პარტიისანა დოლიძე-ხალხისთვისლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ 15:00 სთ-ზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საარჩევნო კამპანია შეაჯამა და უბნებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

 

ანა დოლიძის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მესტიის პირველ და მეორე უბნებზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია, რის გამოც ამ უბნებზე არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავენ.

 

დღევანდელ არჩევნებში კარგია ის, რომ შეიმჩნევა მოსახლეობის აქტივობათუმცა სამწუხაროდ, წინა არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც არჩევნები მიმდინარეობს მასშტაბური და მრავალფეროვანი დარღვევებითძირითადად დარღვევებს ადგილი აქვს საარჩევნო უბნების გარეთ. პირველ რიგში მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც შემოვიდა სვანეთიდანჩვენი წყაროს ცნობით, მესტიის პირველ და მეორე უბნებზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია, რის გამოც ამ უბნებზე  არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავენ. ამიტომ მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სამართალდამცველებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ უბნებს, „ - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დარღვევები ფიქსირდება ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, მიმდებარე ტერიტორიებზე.

 

ისანში, 05.04 საარჩევნო უბანზე, მე თვითონ გავიგე, შეკრებილი .. შპანა, როგორ ეუბნებოდა ერთ-ერთ გამვლელს, რომ არჩევნებში მისვლის სანაცვლოდ გადაურიცხავენ ფულს, რომ ეს თანხა უკვე გაშვებულია "ლიბერთი ბანკიდან" და ცოტა გაიჭედა. ეს ინფორმაცია, რომ გავიგე და დაზუსტება ვცადე. ამის გამო ერთ-ერთმა მათგანმა პირადად მე მომაყენა შეურაცხყოფა. ფულის გადაცემის ფაქტი ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დიდუბის 15- უბანზე, ამავე უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირებიანი ადამიანის უბანზე ხელახლა შესვლას, ორი ადამიანი ცდილობდა მართვის მოწმობის გამოყენებით ხმის მიცემას. ჩუღურეთის 11- უბანში გამოვავლინეთ მიცვალებულის სახელი და გვარით ხმის მიცემის მცდელობა, 27- უბანზე საჩივარი დავწერეთ თავმჯდომარის წინააღმდეგ, რომელმაც არაუფლებამოსილ პირს ბიულეტენების გადათვლის უფლება მისცა. კრწანისში, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს, ხშირია იმ ადამიანების ბიულეტენების გაფუჭების ფაქტები, რომლებიც არ არიანქართული ოცნებისმომხრეები. ხშირად ფიქსირდება დამკვირვებლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, გადასატანი ყუთები არ არის დალუქული და არ არის ჩართული კამერები. როგორც წინა არჩევნებში, ახლაც უბნებზე არის ქაოსი, რის გამოც ხშირად ამომრჩევლები სახლებში ბრუნდებიან,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, პარტიაანა დოლიძე-ხალხისთვისოფისში მივიდა მოქალაქე ნიკოლოზ გოგინაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ საარჩევნო სიიდან ამოიღეს. გოგინაშვილის თქმით, მან წინა დღეებში გადაამოწმა სია და იგი ფიქსირდებოდა, თუმცა დღეს აღარ აღმოჩნდა.

 

ჩვენმა იურისტებმა გადაამოწმეს ბატონი გოგინაშვილის ინფორმაცია და ის მართლაც არ აღმოჩნდა საარჩევნო სიაში. როგორც მოქალაქეები გვეუბნებიან, ამგვარი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები ვერ პოულობენ საკუთარ სახელებს უბნებში და ამ გზით მათ უზღუდავენ  არჩევანის უფლებას,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია