დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსთან დაკავშირებით, ცხელი ხაზის ნომრებზე მაგთისა და ბილაინის ქსელიდან დარეკვა უფასო გახდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/12 18:22:56

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე მაგთისა და ბილაინის ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, თვითონ კომპანიებმა მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება, კომპანიების მხრიდან, სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.


შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15-05 მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ამასთანავე გახანგრძლივდა დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზის სამუშაო საათები და 116 001-ზე  დაკავშირება შეგიძლიათ სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00-სთ.-მდე

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია