დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/08/30 13:10:11

29 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“  1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა.

 

26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.

 

სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღესვე, კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში 3 ლოკაციაზე დაიწყო.

 

სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ:  1 კგ რქაწითელს  0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. ყურძენი ღვინის საწარმოებს 300-მდე მევენახემ ჩააბარა.

 

მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 363
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია