დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიდით არჩევნებზე, ცოტა დარჩა ოცნების მოშორებამდე - კაპანაძე
2020/10/31 17:57:00

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, დიდი შანსია ეს არჩევნები ისე მორჩეს, რომ 10 -მა ხმამ გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ქართული ოცნება ხელისუფლებაში.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნებზე მისვლა.

დიდი შანსია ეს არჩევნები ისე მორჩეს, რომ 40.5 % აიღოს ოცნებამ, ანუ 10, 20 ხმამ გადაწყვიტოს დარჩებიან თუ არა ხელისუფლებაში.

ახლა რასაც ვუყურებ, 40-ზე ნაკლები აქვთ, მაგრამ მოერეკებიან თავის ამომრჩეველს.

ამიტომ, ვინმე თუ ახლა სახლში ზიხართ და ფიქრობთ, რომ გეზარებათ, ან გეშინიათ კოვიდის, ან რამე, იცოდეთ, რომ მერე თქვენს თავს დააბრალეთ.

ჩვენ ყველა ხმას დავიცავთ ბოლომდე, მაგრამ ბიულეტენი თუ არ ჩავარდა, დასაცავიც არაფერი იქნება.

 მიდით! მიდით! მიდით! ცოტა დაგვრჩა ამათ მოშორებამდე.” – განაცხადა კაპანაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია