დღეს დილით სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ დაახლოებით ნახევარი საათით გაითიშა. „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ მაშინვე გაავრცელა განცხადება, რომ, მიმდინარეობდა სამუშაოები პრობლემის აღმოსაფხვრელად.
„ბოდიშს გიხდით. ვმუშობთ პრობლემის აღმოსაფხვრელად და შეძლებისდაგვარად მალე აღმოვფხვრით“, - ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.
„როიტერის“ ინფორმაციით, სოციალური ქსელი გაითიშა აშშ-სა და ინდოეთშიც.