დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
274 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა
2020/10/24 10:59:00

ნგრევად შენობებში მცხოვრები 274 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.

ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. დამატებით, 111 ბინა, ქუთაისში მიმდინარე წლის ბოლომდე განაწილდება.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 419
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია