დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა ლომინაძე:ყველა ერთად შევძლებთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა გახდეს უკეთესი (R)
2020/10/08 16:10:00

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან  ერთად ის საკითხები განიხილეს რომლის დროული გადაჭრა მნიშვნელოვანია. ადგილზე მოხდა იმ პროექტების გაცნობაც რომელიც აღნიშნულ უბანშია დაგეგმილი.

 

,,ჭავჭავაძის ქუჩაზე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ახლახანს დასრულდა ცენტრალური გზის მოწყობა. მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკები, სკვერები, შიდა კვარტალური გზები. ჩვენი საზოგადოება უკვე აქტიურად ერთვება ყველა იმ საკითხის გადაჭრაში, რომელიც არა მხოლოდ პირადად მას, არამედ მის ეზოს, კორპუსს, სამოქალაქო თუ სამართლებრივ საკითხებს ეხება. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა გახდეს უკეთესი,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია