დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ დასაქმდება საწარმოში, რომელსაც ქუთაისის მერია შექმნის?
2015/05/07 16:34:58

ქუთაისში პარკირების მორიგი აუქციონი 22 მაისს უნდა შედგეს. იმ შემთხვევაში, თუ ამჯერადაც აუქციონზე 660 000 ლარად გამოტანილ ერთი ლოტს მყიდველი არ გამოუჩნდა, მერია საკითხს სხვანაირად გადაწყვეტს. როგორც ცნობილი ხდება, ადგილობრივ თვითმმართველობაში სპეციალური საწარმოს დაფუძნებას აპირებენ, რომელსაც ქალაქში პარკირების ადგილებიდან მოსაკრებელზე ზედამხედველობა დაევალება. ამის შესახებ დღეს ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ განაცხადა.

 

"აუქციონი ქალაქში პარკირების ორგანიზების უფლების მოსაპოვებლად ერთ ლოტად გამოცხადდა, თანხა ისევ 660 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ისევ არ შედგება, ქუთაისის მერია პარკირების ორგანიზებას და მართვას თავის თავზე აიღებს,რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, იმას რომ მერიის გათვლები ეფუძვნება ბიზნესის კუთხით რენტაბელობას და ეკონომიკური შესაძლებლობების საფუძველს" –განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებას „ევროპა ჩვენი სახლია“ გამოეხმაურა. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ქუთაისის ხელისუფლება ბიუჯეტის ფულით საკუთარი, ჯერ კიდევ დაუსაქმებელი, „ქართული ოცნების “აქტივისტების დასაქმებას ცდილობს.

 

 პარკირების პირველი აუქციონის გამოცხადების დღესვე ცნობილი იყო, რომ ერთლოტიანი აუქციონი გაუბედურებულ ქუთაისში არავის დააინტერესებდა. დღეს უკვე გასაგებია, რა ყოფილა ამგვარი მოდელის მოფიქრების მიზეზი. მერი მურღულია და მისი მოადგილეები ბევრს რისკავენ, მათდა სამწუხაროდ, ყველაფერი ზედაპირზე დევს და საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება, რომ ეს ჯგუფი კერძო პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლადაა მოსული. წინასწარ ცნობილია, რომ კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე გაიხსნება, ქართული ოცნების აქამდე დაუსაქმებელი აქტივისტებით იქნება დაკომპლექტებული.

 

მურღულია აგრძელებს ქუთაისის ბიძინაზე გადაფორმებას, სანოტარო ბიურო მერიის შენობაა. პარკირების საგზაო ნიშანს "P"- თუ შეცვლიან და "SH"- გადააკეთებენ, უფრო ლოგიკური იქნება.“ _ „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი გია გოქაძე.

 

პარკირების მოსაკრებლის მიმართ ქუთაისის მერის პირად ინტერესზე „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი ადრეც საუბრობდა

 

უკვე 9 თვეზე მეტია, ქუთაისში პარკირებისთვის მოსაკრებელი უკანონოდ იკრიბება, ვინაიდან, ფირმებს, რომლებიც ამ საქმიანობას ეწეოდნენ, ხელშეკრულება გაუუქმდათ, ხოლო მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებზე გამოტანილი ლოტი არ იყიდება. 

 

მაია ზოსიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია