დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკატერინე დგებუაძე: "სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი რეკომენდაციების ფარგლებში“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/15 14:15:05

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად  დაგეგმოს სასწავლო პროცესი რეკომენდაციების ფარგლებში.


"მოგეხსენებათ, სკოლებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. ეს არის მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სხვ. სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები. პირველ რიგში, სანიტარია-ჰიგიენის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლისთვის სწავლის დაწყებამდე უზრუნველყოფს დეზინფექციისა და თერმოსკრინინგისთვის საჭირო საშუალებებით აღჭურვას. გარდა ამისა, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს რეკომენდაციების ფარგლებში სასწავლო პროცესი.მას შეუძლია თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილისა და შესვენებების ხანგრძლივობა და საჭიროების შემთხვევაში – სასწავლო ცვლები.


არის სკოლები, სადაც 1-დან 50 ბავშვამდე სწავლობს და არის სკოლები სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა. ასევე, გვაქვს1800-ზე მეტი ერთცვლიანი სკოლა და 200-ზე მეტი ორცვლიანი. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებში გათვალისწინებულია მათი საჭიროებები.სკოლებისთვის სავალდებულოდ არის განსაზღვრული I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საკლასო ოთახში ჩატარდეს და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს ცვლები სხვადასხვა მოდელის მიხედვით. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას შაბათი დღე, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს შენობები.


მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ პირს, რომლებიც ამ რეკომენდაციების მომზადებაში იყვნენ ჩართული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის დირექტორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, UNICEF-თან,“ – აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები საზოგადოებას გააცნო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია