დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა კავშირი აქვს ფერეიდნელ ქალბატონს 26-ე საჯარო სკოლასთან
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/24 11:28:43

„შენ ხარ მოვალე... და გადავრჩებით“  – ღია კარის დღე ქუთაისის 26- სკოლაში

 

„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი – ქართველები მეორე მსოფლიო ომში!" ენა, ფსიქიკა, ტრადიცია“,  ნასოფლარი“, ...და გადავრჩებით“ – ამ თემების ირგვლივ ქუთაისის 26- საჯარო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა.

 

ოთხი გამორჩეული გაკვეთილი ისტორიის პედაგოგის – ხათუნა ბუაძის, დაწყებითი კლასების პედაგოგის – მაკა ყიფიანის და ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლების – ეკატერინე დოლიძის და თეა სინატაშვილის ხელაძღვანელობით ჩატარდა.  

 

ღია გაკვეთილების ჩატარება სკოლის დირექციის ერთობლივი ჩანაფიქრი იყო.

 

ეს ჩვენი ერთობლივი იდეა იყო, გადავწყვიტეთ, ასეთი აქტივობა განგვეხორციელებინა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა ჩვენგანნა არ ვიცოდით, რას აკეთებდნენ დანარჩენი მასწავლებლები, ოთხივე გაკვეთილი ერთ მთლიანობად აღიქმება, ემოციური დატვირთვაც ერთნაირი იყო. როცა ზოგად სახელს ვეძებდით, თუ რა დაგვერქმია ღონისძიებისთვის, შევთანხმნით, რომ სახელწოდება – „შენ ხარ მოვალე... და გადავრჩებით!“ – ყველა ჩვენგანის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს შეეფერებოდა. ამ სათაურმა გაგვაერთიანა და გამოგვივიდა არაჩვეულებრივი გაკვეთილები,“ – განაცხადეს პედაგოგებმა.

 

როგორც პედაგოგებმა გვითხრეს, თითოეული მათგანის მიერ შერჩეული თემა ერთ-ერთ ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესზე გამოიკვეთა, როდესაც მოსწავლეები კონკრეტული გაკვეთილის თემის ღრმად შესწავლით დაინტერესდნენ. მათი ასეთი ინტერესი კი პედაგოგებმა ერთ დიდ შემეცნებით წარმოდგენად აქციეს და ღია გაკვეთილის სახით შესთავაზეს დამსწრეთ.

 

ისტორიის ღია გაკვეთილზე, რომელიც მე-8 კლასში ჩატარდა, ბავშვებმა მეორე მსოფლიო ომში მებრძოლ ქართველებზე ისაუბრეს. მასწავლებლის, ხათუნა ბუაძის დახმარებით. მოაწყვეს პრეზენტაცია, თემის ირგვლივ მსჯელობა, დასურათებილი ჩვენება, რაც იმდროინდელი სიუჟეტის გაცოცხლებას ისახავდა მიზნად...

 

ენა, ფსიქიკა, ტრადიცია“ – ეს საკითხი მე-5 კლასში განიხილეს. კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ეკატერინე დოლიძემ  გვითხრა, როდესაც ბავშვებს ნაწარმოები "იავნანამ რა ჰქმნა" აუხსნა, ისინი ძალიან დაინტერესდნენ ლეკების მიერ ქეთოს გატაცებით. ამ ინტერესმა მასწავლებელი თერჯოლაში მცხოვრებ ერთ-ერთ ფერეიდნელ-ქართველ გოგონასთან დააკავშირა, რომელიც უკვე მესამე წელია,  თერჯოლის რაიონშია გათხოვილი და საქართველოში ცხოვრობს.


გვანცა ზუპიტაშვილი ირანიდან არის, მონათლულია, როგორც მართლმადიდებელი ქართველი და თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, კლუბ ფესვებში“ მოსწავლეებს სპარსულ ენას და ფერეიდნულ კულტურას ასწავლის.


„ემოციებით დატვირთული მივდივარ აქედან, რადგან გამორჩეულად სასიამოვნო გარემო დამხვდა. ბავშვებმა დამისვეს შეკითხვები, აინტერესებდათ ყველაფერი, როდის და რატომ გადმოვედი საქართველოში, რა განსხვავებაა ტრადიციებს შორის და .. ჩემი ოცნება იყო, რომ ქართულ მიწაზე მეცხოვრაჩემი შვილები აქ დასახლებულიყვნენ და ეს ოცნება ავიხდინე კიდეც. დღეს, კი ამ ბავშვებს გავაცანი ჩემი წარსული და აწმყო. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით,"განაცხადა გვანცამ.


გაკვეთილს, სადაც მეოთხე კლასის პატარებმა სოფელი გააცოცხლეს, ნასახლარი“ ერქვა. მეოთხეკლასელი ბავშვები ლექსებითა თუ მხატვრული გამოთქმებით აცოცხლებდნენ სოფლის ცხოვრებას, ძირითადი აქცენტი კი სოფლებში თუ ქალაქად გაჩენილ მრავალ ნასახლარსა თუ ნასოფლარზე იყო გაკეთებული. მათი დევიზი ასე ჟღრდა: არ აქციოთ სახლი ნასახლარად, სოფელინასოფლარად, ნუ მიატოვებთ მოხუცებს, რადგან ოდესღაც ჩვენს დავბერდებით." პატარებმა მაყურებლებს ერთ-ერთ ბებოსთან ჩაწერილი ინტერვიუც კი წარუდგინეს, სადაც ბებო თავის განცდებზე და წარსულში დარჩენილ  უკეთეს ცხოვრებაზე საუბრობს. როგორც მათმა პედაგოგმა მაკა ყიფიანმა გვითხრა, ამ თემის იდეა, მისი ერთ-ერთი მოსწავლიდან წამოვიდა, რომელიც ძალიან წუხდა იმაზე, რომ მშობლებს ბებია-ბაბუასთან არ ჩაჰყავდათ და ისინი ძალიან ენატრებოდა.


...და გადავრჩებით“ – ასეთი უცნაური და ორიგინალური სახელით გამოირჩეოდა 26- სკოლოს მე-10, მე-11 კლასის მიერ წარმოდგენილი ღია გაკვეთილი. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში გაკვეთილის ფორმატში არ ჩატარებულა წარმოდგენა. მას უფრო თეატრალური დადგმის სახე ჰქონდა.


ბზის ფოთლებით შეკრული გულის ფორმის წრე, მასზე მოყოლებული ყვავილებით სავსე ერთნაირი ფიალები, ირგვლივ დანთებული სანთლები, ცენტრში – ორად გაყოფილი ადამიანის გულის გამომსახველი მუყაო, რომლის ნაწილებსშუა ეკლები დევს, ირგვლივ კი ბავშვები გაორებული სახეებით: შავ-თეთრი საღებავით – ყოველივე ეს მისტიური მუსიკის ფონზე საკმაოდ ამაღელვებლად ჩანდა.


ბავშვებმა ადამიანში ეშმაკისა და ანგელოზის ბრძოლა წარმოაჩინეს. თქვეს ლექსები, ბრძნული გამონათქვამები. აჩვენეს მსოფლიოს ახლო თუ შორეულ წარსულში მომხდარი ომები და მათი შედეგები. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეა სინატაშვილის თქმით, ასეთი უცნაური და ორიგინალური გაკვეთილის ჩატარების იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც კლასში ოთარაანთ ქვრივი“ ახსნა. კერძოდ, როცა ხიდჩატეხილობის“ პრობლემის განხილვა მიმდინარეობდა.

 

მე ბავშვებთან ერთად სრულიად კაცობრიობის ტკივილი განვაზოგადე. სიკეთე უკვე გვიკვირს და ბოროტებამ დაისადგურა ჩვენს გულებში. ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ ყველა გზა სარწმუნოებასთან, უფალთან მიდის". მინდა, რომ ჩემს ბავშვებს არამარტო ამ წუთებში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეთ ის ემოციები, რაც დღეს გამოხატეს და აქ წარმოთქმული თითოეული ფრაზა გაითავისონ,"განაცხადა თეა სინატაშვილმა.

ღია კარის დღეს ქუთაისის რესურსცენტრის, ქალაქის მერიის და სხვადასხვა საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

 

როგორც 26- საჯარო სკოლის დირექტორმა ვარდო უგლავამ განაცხადა, მისი პედაგოგების მიერ ღია გაკვეთილისთვის შერჩეული თემები მისთვის სიურპრიზი იყო და არ იცოდა, რას გეგმავდნენ პედაგოგები თავიანთ ბავშვებთან ერთად, თუმცა, მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეჰპარვია.

 

თავის მხრივ, პედაგოგებიც მადლიერებას გამოხხატავდნენ ახალი დრიექტორისადმი, რომელიც მათ თითოეულ წამოწყებას დადებითად ეხმიანება. ამ კომნკრეტულ შემთხვევაში კი, ვარდო უგლავამ აბსოლიტურად მიანდო მის პედაგოგებს ღონისძიების სადავეები და მათ ამით ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა.

 

ქუთაისის 26- საჯარო სკოლა საიუბილეო წელს აღნიშნავს და არაერთ ღონისძიებას გეგმავს. რაც შეეხება ღია კარის დღეს, პედაგოგების და დირექტორის განცხადებით, არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში კიდევ ჩაატარონ მსგავსი და უკეთესი ღონისძიებები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია