დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იურიდიული დახმარების სამსახურმა ჟურნალისტებთან ორ დღიანი შეხვედრა-სემინარი მოაწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/15 12:54:50

იურიდიული დახმარების სამსახურმა ჟურნალისტებთან ორ დღიანი შეხვედრა-სემინარი მოაწყო, რომლის მიზანს იურიდიული სამსახურის შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.

 

როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე აღნიშნავს, "იურიდიული დახმარების სამსახური -  ეს არის სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაცია,როელიც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ გადახდის უუნარო პირებს უფასო იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფს. შეხვდერის მთავარი მიმართულება - ეს არის საუბარი იმ საერთაშორისო კონფერენციის შესახებ,რომელიც გაიმართება საქართველოში 13-15ნოემბერს, საქართველოში შეიკრიბებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფასო იურიდიული დახმარების სისტემაზე მუშაობის წარმომადგენლები და გაეცნობიან იურიდიული დახმარების სხვადასხვა მოდელებს,ასევე იმსჯელებენ ხარისხის შეფასების სისტემებზე ,რათა იურიდიული დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის."

 

იურიდიული კონსულტაცია უფასოა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რაც შეეხება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, ეს უფასოა გადახდის უუნარო პირებისთის,იმათთვის, ვინც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში,70 000 ქულის ფარგლებში და 100 000 ქულის ფარგლებში,ვინც წარმოადგენს დევნილ მოსახლეობას,მრავალშვილიან ოჯახებს,ომის ვეტერანებს,დედ-მამით ობოლ პირებს.

 

მედიისთვის ტრენინგი ჩატარდა კაჭრეთში სასტუმრო ამბასადირში და დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროფრამით.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია