დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში საქველმოქმედო აქციას აწყობენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/04 23:03:02

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქციას დაესწრნენ.


სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებმა 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა, სასმენი აპარატი კი 16 მათგანს დასჭირდა და შვედმა ექიმებმა უფასოდ გადასცეს.

 

შვედი ექიმები ხარაგაულში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან და მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს გამოიკვლევენ. მათ უკვე ჩაუტარეს სემინარები, ხარაგაულის საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების ექიმებს, უბნის ექიმებს და ასევე, გადაამზადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც მომავალში ასოციაციის მიერ გამოგზავნილ სპეციალურ აპარატს მიიღებს და ხარაგაულში გამოკვლევებს განაგრძობს.

 

სოფელ ბორითის საბავშვო ბაღში მიმდინარე საქველმოქმედო აქციას ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე დაესწრნენ. იმერეთის გუბერნატორმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შვედ ექიმებს სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გდასაცა. ექიმთა ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება და მათ მიერ გაწეული ქველმოქმედება დაახლოებით, 100 000 ლარის ღირებულებას შეადგენს

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია