დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი გრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/07 13:20:46

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესს პარტნიორობას  გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევენ. სწორედ მათი ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს პირველი სამუშაო ვიზიტით ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები ეინარ ვარა და ენე კულდერკნუპი ეწვივნენ.


ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი ამ ეტაპზე დაწყებით საფეხურს მოიცავს. ექსპერტები მუშაობენ როგორც ადმინისტრაციულ, ასევე საგნობრივ ნაწილზე. I ეტაპზე დამუშავდება I-IV კლასების საგნობრივი პროგრამები, ხოლო შემდგომ ეტაპებზე პროცესი შეეხება საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა კლასს.

 

ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები გაუწიეს ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში ესტონელი ექსპერტები შეხვდნენ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების დირექტორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

 

თანამშრომლობა გაგრძელდება საბაზო და საშუალო საფეხურების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ჩარჩოს შემუშავების  და ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ინტერაქტიული პორტალის განვითარების პროცესშიც.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია