დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერს განმეორებით გამოაცხადებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/17 16:21:33

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერს განმეორებით გამოაცხადებს. პირველ ეტაპზე კი ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.


ტენდერი 4 წლით ადგილობრივი ფრენების განხორციელებას გულისხმობს და ბიუჯეტი 49,5 მლნ ლარია.

 

მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია – ქუთაისი – მესტია, ნატახტარი-მესტია – ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.

 

პირობების მიხედვით, 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.

 

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია