დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ სანიკიძემ ამერიკული საბაკალავრო პროგრამების შესახებ ქუთაისში შეხვედრა გამართა
2014/12/17 14:23:30

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ უოლში ქუთაისს ეწვივნენ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორებთან და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანია, სტუდენტებისთვის, საშუალი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისა და სკოლის დირექტორებისთვის აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020 უმაღლესი განათლების პროექტის დეტალების გაცნობა.

აღნიშნულ პროექტს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სამი სახელმწიფო უნივერსიტისგან შემდგარი კონსორციუმი განახორციელებს. შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებშიპროექტის ბიუჯეტია 30 მილიონი აშშ დოლარი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი სამეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩასან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს:

ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია), და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობებში.

ელექტრული ინჟინერიის, კომპიუტერული ინჟინერიის და  სამოქალაქო მშენებლობის საბაკალავრო პროგრამები.

კომპიუტერული ინჟინერიის (მიკროელექტრონიკა), ელექტრული ინჟინერიის და სამოქალაქო მშენებლობის პროგრამები.

 

პროექტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020 დაიწყო 2014 წელს და ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების განვითარების შედეგად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2207
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია