დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორმაისობა ქუთაისში
პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისელებს ქალაქის დღესასწაული და "გვირილობა" მიულოცეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/02 12:08:00

ქუთაისი "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს და უამრავ სტუმარს მასპინძლობს.


დღევანდელი დღე ქუთაისელებს  მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,რომელიც ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების საზეიმო მიღებას დაესწრო,შემდეგ კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნო.

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით „ მშვენიერი განწყობაა,ყველა ქუთაისელს ვულოცავ,მინდა, გისურვოთ, რომ მთელი სირთულე რაც არის ჩვენს ყოფაში, მალე იქნას დაძლეული, ქუთაისიდან ძალიან ბევრი ადამიანი არის წასული იმისთვის, რომ ოჯახები გააძლიეროს და არჩინოს. აი, ამ ლამაზ დღესასწაულს მინდა, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ქუთაისში დაბრუნებული ქუთაისელი იყოს  თქვენთან ერთად და იზეიმოს“.

 

ქალაქის პირველ საჯარო სკოლასთან შეკრებილი ქუთაისელებთან შესახვედრად  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მობრძანდა  და მათ ქუთაისქალაქობის დღესასწაული მიულოცა: „ვულოცავ ქუთათურებს დღევანდელ დღეს,გვირილობის დღეს,ნამდვილად საზეიმო განწყობაა დღეს ქალაქში,მიხარია, რომ ვარ ამ ზეიმის მონაწილე,ნამდვილად განსაკუთრებულად ლამაზია მაისი ქუთაისში.“

 

ამ შეხვედრის შემდეგ, 12 საათისთვის ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი თავისი 4 წლიანი მოღვაწობის შესახებ შემაჯამებელი სიტყვით გამოდის პარლამენტის წინაშე.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია