დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრაგედია უგმიროდ
2009/12/28 13:00:45

საყოველ­თაო წუხილი მოჰყვა 19 დე­კემბერს ქუ­თა­ის­ში მომხდარ ტრა­გი­კულ ფაქტს: საბრძო­ლო დი­დების მე­მო­რი­­ლის აფეთ­ქებას დე­და-შვი­ლის, ეკა და ნი­ნო ჯინ­ჭა­რა­ძეების სი­ცოცხლე შე­­წი­რა. გო­გო­ნა მცი­რეწ­ლო­ვა­ნი იყო. და­შავ­და კი­დევ ერ­თი ადა­მი­­ნი, რო­მელ­საც ნამსხვრე­ვის მოხვედ­რის შე­დე­გად ნეკ­ნები აქვს ჩა­ტეხილი, თუმ­ცა მის სი­ცოცხლეს საფრთხე არ ემუქ­რება.

ერ­თკვი­რი­ა­ნი მო­სამ­ზა­დებელი სა­მუ­შა­ოების შემ­დეგ დი­დების მე­მო­რი­ა­ლის დე­მონ­ტაჟის გა­დაწყვე­ტი­ლება ექ­სპრომ­ტად მი­ი­ღეს. ფაქ­ტთან და­კავ­ში­რებით მიმ­დი­ნა­რეობს გა­მო­ძიება. ქუ­თა­ის­ში საბრძო­ლო დი­დების მე­მო­რი­ა­ლის დე­მონ­ტაჟისას უსაფრთხოების წე­სების დარ­ღვე­ვის­თვის, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სტა­ტუ­სით და­კა­ვებულია „საქ­ფეთ­ქმრეწ­ვის“ ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ დარ­სა­ვე­ლი­ძე.

ამის შე­სახებ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ და­ვით საყვა­რე­ლი­ძემ  სა­გან­გებოდ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხადა. მი­სი თქმით, დარ­სა­ვე­ლი­ძე უშუ­ა­ლოდ იყო პა­სუხის­მგებელი სა­დე­მონ­ტაჟო სა­მუ­შა­ოების წარ­მოებისას უსაფრთხოების წე­სების დაც­ვა­ზე, რაც მან არ შე­ას­რუ­ლა. კერ­ძოდ, რო­გორც საყვა­რე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, უხეშად და­ირ­ღვა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ნორ­მა­ტი­ვები, რომ­ლი­თაც ასე­თი ტი­პის სა­მუ­შა­ოებისას უსაფრთხოების წე­სების დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დება. ავ­თან­დილ დარ­სა­ვე­ლი­ძე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია სისხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლებით გათ­ვა­ლის­წი­ნებული და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში, რაც 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლების აღ­კვე­თით ისჯება.

მომხდარ­თან და­კავ­ში­რებით პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ნი­ა­ში ვი­ზი­ტი სას­წრა­ფოდ შეწყვი­ტა და ასე­ვე სას­წრა­ფოდ თა­ნამ­დებობიდან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნებული იმე­რე­თის მხარე­ში - მიხეილ ჩო­გო­ვა­ძე.

მე­მო­რი­ა­ლის დე­მონ­ტაჟისას და­ირ­ღვა უსაფრთხოების ზო­მები - ეს პირ­ვე­ლი დას­კვნა იყო, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებმა გა­ა­კე­თეს.  ყვე­ლამ იცო­და, რომ მე­მო­რი­ა­ლი თა­ვად პრე­ზი­დენტს 21 დე­კემბერს, თა­ვის დაბადების დღე­ზე უნ­და აე­ფეთ­ქებინა. ასე­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახლეობასაც,  თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც, ძეგ­ლის დე­მონ­ტაჟი 19-ში გა­დაწყდა. შპს „საქ­ფეთ­ქმრეწ­ვმა“ უსაფრთხოების ზო­მების დაც­ვის­თვის მზა­დება ერ­თი კვი­რით ად­რე და­იწყო.

თუმ­ცა, მიმ­დებარე საცხოვ­რებელი სახლებიდან მო­სახლეობის გა­მოყვა­ნა-გაფრთხილება მხოლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე მოხდა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვები მობინად­რეებს აფრთხილებდნენ, რომ სახლში არ დარ­ჩე­ნი­ლიყვნენ და ფანჯრები და კა­რები ღი­ად და­ე­ტო­ვებინათ, რა­თა აფეთ­ქების ტალ­ღას მი­ნები არ ჩა­ემსხვრია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებმა ადა­მი­ა­ნებს ეზოებში თავ­შეყრის უფ­ლება მის­ცეს. დე­და-შვი­ლი ჯინ­ჭა­რა­ძეები მე­მო­რი­ა­ლი­დან 300 მეტ­რის მო­შო­რებით, ეზო­ში, სხვა მე­ზობლებთან ერ­თად იდ­გნენ... 

20 დე­კემბერს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტიების ად­გი­ლობრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ციების ლი­დე­რებმა გა­მო­ძიების ობიექ­ტუ­რად ჩა­ტა­რება მო­ითხოვეს.

21 დე­კემბერს დი­დების მე­მო­რი­ალ­თან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტიების ლი­დე­რები კი­დევ შე­იკ­რიბნენ. აქ იყვნენ რო­გორც ად­გი­ლობრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ციების, ასე­ვე ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სების ხელ­მძღვა­ნე­ლები და ლი­დე­რები. აქ­ცი­ას სა­ზო­გა­დოების წარ­მო­მად­გენ­ლები და ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობაც შე­უ­ერ­თდა. აქ გა­მოჩ­ნდნენ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლეებიც, რომ­ლებიც ყოველ 9 მა­ისს ამ მე­მო­რი­ალ­თან იკ­რიბებოდ­ნენ. ეს ადა­მი­ა­ნები აცხადებდნენ, რომ მათ კი­დევ არა­ერ­თი თავ­შეყრის ად­გი­ლი და­უნ­გრი­ეს. აქ­ცია 3 სა­ათს გაგ­რძელ­და. პო­ლი­ტი­კო­სები მომხდარ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტებდნენ და ხელი­სუფ­ლებას დე­და-შვი­ლის სიკ­ვდილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებდნენ. ჩვენ რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სის კო­მენ­ტა­რი ჩავ­წე­რეთ:

გუბაზ სა­ნი­კი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი: „ხელი­სუფ­ლებამ ამ ქმე­დებით მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლა. გარ­და იმი­სა, რომ სა­ავ­ტო­რო უფ­ლებები და­ირ­ღვა, ამ ქმე­დებით ჩვენ ჩვენს წარ­სულ­ზე ვთქვით უა­რი.“

ზუ­რაბ ნო­ღა­­დე­ლი, მოძ­რაობა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის:                    „სა­ა­კაშ­ვილ­მა ლაჩ­რუ­ლად, რო­გორც ეს სჩვე­ვი­ა, აა­ფეთ­ქა დი­დების მე­მო­რი­ა­ლი ორი დღით ად­რე, ნი­კო­ლო­ზობა დღეს. ამ ფაქტს კი ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხლე შე­ე­წი­რა და ამ ადა­მი­ა­ნების მკვლე­ლი მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.“

ოტია იო­სე­ლი­­ნი, მწე­რა­ლი: „აქ ახლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო რომ არ დგას, იმის ნი­შა­ნი­ა, რომ და­ღუ­პუ­ლები ვართ. მო­სა­ცი­ლებელი ვინც არის ამ ქვეყანა­ში, ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ, გა­მა­გებინეთ, ამას­თან რა უნ­დო­დათ? თუ ამის წაქ­ცე­ვა ღირ­სება იყო? მე რომ 300 000 რჩე­უ­ლი ბიჭი შევ­წი­რე იმ ომს, იმა­თი ხსოვ­ნის­თვის იყო ეს გა­კე­თებული და დად­გმუ­ლი. ეხლა მთხლე დავ­რჩით. დღეს ამ ქვეყანა­ში კა­ცი არ არის პატ­რო­ნი და კა­ცი არ არის გამ­კითხავი.“

გო­გა ხაინ­დრა­ვა, ხალხის პარ­ტია: „დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთა­ვა­რი პრობლე­მა იმ ჭი­რის მო­ცი­ლებაა, რო­მე­ლიც ან­გრევს ქვეყანას. ჩვენ კი ეს აუ­ცი­ლებლად ერ­თად უნ­და შევ­ძლოთ.“ 

სო­ზარ სუბარი, ალი­ან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის: „ამ ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხლე ერ­თი ადა­მი­ა­ნის ხუშ­ტუ­რებს შე­ე­წი­რა. მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნის ხუშ­ტუ­რებს შე­ე­წი­რა გა­სულ წელს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნობა.“

ზუ­რაბ აბაში­ძე, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის: „ჩვენს ქვეყანა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობლე­მაა. ამი­ტომ უნ­და გა­მოვფხიზ­ლდეთ და ში­შის ქვეშ ცხოვ­რებას ბოლო უნ­და მო­ე­ღოს.“

ლა­შა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია: „ეს პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი არ არის სა­ა­კაშ­ვი­ლის რეჟიმის­თვის. ფაქ­ტი­ა, რომ ხელი­სუფ­ლება სა­კუ­თა­რი მიზ­ნების განხორ­ცი­ე­ლების დროს არაფ­რად აგ­დებს უსაფრთხოების ნორ­მების გათ­ვა­ლის­წი­ნებას და ადა­მი­ა­ნების სი­ცოცხლეს. აქ კი მი­სი არაჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი იყო. ასეთ შემთხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დოებამ დამ­ნა­შა­ვეების დასჯა უნ­და მო­ითხოვოს. ამ კონ­კრე­ტულ შემთხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლია.“

სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვი­ლი: „ეს დე­მონ­ტაჟი არ არის - ეს ბარბარო­სუ­ლი აფეთ­ქებაა. ეს არ იყო საბჭო­თა მე­მო­რი­ა­ლი, ეს არის ჩვე­ნი ერის და შვი­ლების ბრძო­ლის მე­მო­რი­ა­ლი. მე­ო­რეს მხრივ კი ეს იმ ადა­მი­ა­ნების მე­მო­რი­ა­ლი­ა, რომ­ლებიც იბრძოდ­ნენ მა­შინ თა­ვი­სუფ­ლების­თვის და ნა­ციზ­მის და­მარცხების­თვის.

ჩვენ თუ გვინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვიწყოთ, მა­შინ არ ვე­კუთ­ვნით ცი­ვი­ლი­ზებულ სამყაროს და ჩვენ ვართ ბარბარო­სუ­ლი ერი ბარბარო­სი პრე­ზი­დენ­ტით, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით გას­ცეს დან­გრე­ვის ბრძა­ნება, რა­თა პრო­ტეს­ტი თა­ვი­დან აი­რი­დოს. ეს პრე­ზი­დენ­ტი გახდა უკ­ვე ნე­რო­ნი.“

გი­ვი გუ­რე­ში­ძე, მეც­ნი­ე­რებათა აკა­დე­მი­ის დოქ­ტო­რი, ის­ტო­რი­კოს-პო­ლი­ტო­ლო­გი: „გა­მარჯვების მე­მო­რი­ა­ლის დან­გრე­ვა ჰიტ­ლე­რის­თვის ძეგ­ლის დად­გმის ტოლ­ფა­სია.“

 

***

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რებმა დე­და-შვილ ეკა და ნი­ნო ჯინ­ჭა­რა­ძეების ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რეს. საცხოვ­რებელ ბინას­თან კი ოპო­ზი­ცი­ის მომხრეებსა და ად­გი­ლობრივ მცხოვ­რებთა ჯგუფს შო­რის შე­ლა­პა­რა­კება მოხდა. ეს ადა­მი­ა­ნები აცხადებდნენ, რომ მე­მო­რი­ა­ლის დე­მონ­ტაჟის მომხრეები იყვნენ და პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში გად­მო­ტა­ნას მი­ე­სალ­მებოდ­ნენ. მე­მო­რი­ა­ლის მიმ­დებარე საცხოვ­რებელი ბინებიდან აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მა­თი საცხოვ­რებელი სახლების წინ მიმ­დი­ნა­რეობდა, მო­სახლეობა არ გა­მო­სუ­ლა. ისი­ნი სა­კუ­თა­რი სახლების ფანჯრებიდან ადევ­ნებდნენ თვალს მოვ­ლე­ნების გან­ვი­თა­რებას. მო­მი­ტინ­გეებთან არც ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლების და სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები გა­მო­ჩე­ნი­ლან. თუმ­ცა ქუ­თა­ი­სის მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი აკა­კი ბობოხიძე 21 დე­კემბერს ქუ­თა­ის­ში შე­ნიშ­ნეს...

 

***

ქარ­თულ ტრა­გე­დი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი „სარ­გებელი“ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მაც ნახა. რო­გორც რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლებები აცხადებენ, რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ორი შეხვედ­რა გა­ი­მარ­თა - ოკუ­პი­რებული აფხაზე­თი­დან სერ­გეი შამბას, მოს­კოვ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა უმას­პინ­ძლა, მოს­კოვ­ში თბილი­სი­დან ჩა­სულ სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელს კი თვით ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა. სა­ქარ­თვე­ლო­ზე რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტაბია­ნი თავ­დასხმის შემ­დეგ ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი აღ­მოჩ­ნდა თბილი­სი­დან პირ­ვე­ლი კა­ცი, რო­მე­ლიც პუ­ტინს ღი­ად და მე­გობრუ­ლად შეხვდა. შეხვედ­რა­ზე პუ­ტი­ნი და ნო­ღა­ი­დე­ლი მარ­ტო არ ყოფი­ლან, მათ საუბარს ეს­წრებოდა მოს­კო­ვის მე­რი იუ­რი ლუჟკო­ვი და პუ­ტი­ნის პარ­ტი­ის „ედინ­ნა­ია რა­სი­ას“  წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბორის გრიზ­ლო­ვი. საუბრის თე­მად კრემ­ლმა ნო­ღა­ი­დე­ლის და პუ­ტი­ნის პარ­ტიებს შო­რის სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლობაზე შე­თანხმება და, ამას­თან, ქუ­თა­ის­ში „დი­დების მო­მო­რი­ა­ლის“ დე­მონ­ტაჟი და­ა­სახელა. პუ­ტინ­მა გა­მოთ­ქვა შეშ­ფო­თება „დი­დების მე­მო­რი­ა­ლის“ ავ­ტორ­ზე მო­სა­ლოდ­ნელ ზე­წო­ლას­თან და­კავ­ში­რებით. მი­სი­ვე განცხადებით, კარ­გია, რომ მე­მო­რი­ა­ლის ავ­ტო­რი ცოცხალი­ა, რად­გან ჩვენ აუ­ცი­ლებლად გა­მოვ­ნახავთ ად­გილს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც დი­დების მე­მო­რი­ალს რა­ღაც ფორ­მით აღ­ვად­გენთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია