დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო გამოფენაზე სადიპლომო ღვინოები წარმოადგინეს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/06/11 12:46:00

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  მე-9 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ახლახან, ტრადიციულად „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართა, სტუმართა ყველაზე დიდი ინტერესი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმოდგენილმა ღვინოებმა გამოიწვია.

 

აქ გამოფენის სამი დღის მანძლიზე ხალხმრავლობა არ შეწყვეტილა, რადგან ამ ახალგაზრდების სახით ჩვენს წინაშე საქართველოს მომავალ დიდ მეღვინეთა პლეადა იდგა, რომელთა  წარმატებით ყველაზე ამაყი მათი ხელმძღვანელი, სახელმიფო სადეგუსტაციო კომისიის ხელმძღვანელი, ქალბატონი ანა გოდაბრელიძე გახლდათ.


-ეს ახალგაზრდები აგრარული უნივერსიტეტის მე-4 კურსის, ბაკალავრიატის სტუდენტები არიან. მათ კურსის დასაწყისში აქვთ დავალება, რომ უნივერსიტეტის საცდელ ვენახებში ან ჯიღაურას მეურნეობაში თავად უნდა მოიძიონ, რომელი ჯიში უნდათ, მოკრიფონ ყურძენი და თავად დააყენონ ღვინო. უნივერსიტეტში ქვევრების მარანიც გვაქვს და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობაც. მთელ პროცესს თავად ადევნებენ თვალყურს, ღვინის დაწმენდას თუ სტაბილიზაციას და შემდეგ თავადვე ასხამენ, ეტიკეტის დიზაინსაც  თავად აკეთებენ. რა თქმა უნდა, ბოთლს და საცობს ჩვენ ვყიდულობთ და ეტიკეტებსაც ვუბეჭდავთ. შემდეგ კი მომხმარებელს თავად უნდა მოუყვნენ თავიანთ ღვინოზე და გააპიარონ. გამოფენაც სწორედ საუკეთესო საშუალებაა ამისათვის - გვეუბნება ქალბატონი ანა გოდაბრელიძე და დასძენს, რომ ეს უკვე მეორე თაობაა, რომელიც ასეთი პრინციპით გადის პროფესიულ პრაქტიკას. წინა კურსიდან უკვე ფაქტობრივად ყველა დასაქმებულია, ამჟამადაც უკვე გვთხოვენ კომპანიები, რომ სტაჟირებაზე წაიყვანონ სტუდენტები და დაასაქმონ კიდეც. მოთხოვნა ბაზარზე ძალიან მაღალია.


ახალბედა, დამწყებ მეღვინეთა შორის გოგონები განსაკუთრებით იქცევენ სტუმრების ყურადღებას, რადგან მეღვინის პროფესიაში ქალთა სიმრავლე ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ თვალშისაცემია. ჩვენ დავაგემოვნეთ  თამარ ბიკაშვილა და სალომე გოგაშვილის შექმნილი ე.წ. სადიპლომო ღვინოები, ევროპულად დაყენებული რქაწითელი და შარდონე და მომავალი წარმატებები ვუსურვეთ მათ.

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია