დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 232 ფაქტი გამოვლინდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/04 12:03:50

 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 34 ფაქტი, აჭარაში - 20, ქვემო ქართლში - 17,  სამცხე-ჯავახეთში - 13, შიდა ქართლში - 12, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში - 3-3,  აჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს - თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი დაფიქსირდა.


ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 244 3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 507
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია