დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ორმაისობასთან ერთად, ტრადიციული "გვირილობის" დღესასწაული გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/05/01 14:08:19

 

გთავაზობთ „გვირილობა 2017 “ ღონისძიებების პროგრამას

 

2 მაისი

11:30 -12.00 - თეატრალიზებული წარმოდგენა „ გვირილობა 2017 ”. ფლეშმობი მუსიკალური, ქორეოგრაფიული, საბალეტო, სამეჯლისო ცეკვების შესრულებით . კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელოვნების, ფოლკლორის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით. ( ქ. ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორია)

 

12:00 - „ გაცოცხლებული დები იშხნელები“ . კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები შეასრულებენ სიმღერებს დები იშხნელების რეპერტუარიდან. (ქუთაისის ცენტრალური ბაღი)

 

12:00 - პერფომანსი ნახატებითა და ფოტოებით. კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების მიერ მსურველთათვის სახეების მოხატვა და ჩანახატების შექმნა. ფოტოგადაღება სტენდებთან. ( მთელი დღის განმავლობაში. ქუთაისის ბაღის მიმდებარე ტერიტორია)

 

12“00 - ნახატების გამოფენა „გვირილების ქალაქი“. კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის, ა.ვასაძის სახ. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა. (მთელი დღის განმავლობაში. ქუთაისის ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორია)

 

12:00 - ქართული რეწვის კუთხე. კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების ხელნაკეთი ნამუშევრების და გვირილების გამოფენა-გაყიდვა ქველმოქმედების მიზნით. ( მთელი დღის განმავლობაში. ქუთაისის ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორია)

 

12:00 - ფოტოგამოფენა „ქუთაისი მოლბერტზე“ . კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის, დ. მხეიძის სახ. ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმის ფოტოგამოფენა. (მთელი დღის განმავლობაში. ქუთაისის ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორია)

 

12:00 - ტარიელ და ავთანდილ ვართაგავების ნამუშევრების გამოფენა კულტურლ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის, დ.კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში. (2 - დან 7 მაისის ჩათვლით)

 

14:00 - კონცერტი მუხნარის ტყეში ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალ ა. ვასაძის სახ.ფოლკლორულ სასწავლებელთან არსებული ანსამბლი „ბერმუხა“, „ვაჟთა გუნდი“ (ხელ. ლ. ნოზაძე) , და „ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი“ (ხელ. ლ. გერსამია) შეასრულებენ ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია