დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„უკარინას რეამინირებულ საბჭოეთში უპირებენ შეყვანას და მათ რიგშია საქართველოც“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/20 13:57:51

„დღეს  დაპირისპირება საბჭოეთის რეამინაციასა და ევროპულ ღირებულებებს შორის მიმდინარეობს“

 

 

„ახალი მემარჯვენეების ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრაიმტაიმის პრეს-კლუბში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა   და განაცხადა,  რომ დღეს სწორედ უკრაინაზე გადის ცეცხლის ხაზი.

 

 

ჩიხრაძის განმარტებით, 21-ე საუკუნეში კვლავ აქტუალურია  საბჭოეთის რეანიმაციის იდეა, სწორედ,  ამ რეამინირებულ საბჭოეთში ძალით უპირებენ მთელ რიგ ქვეყნებს შეყვანას  და მათ შორის მოიაზრება  საქართველოც.


 

 ფიქრია ჩიხრაძე, მემერჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი: „მ ვფიქრობ, არამარტო ქართული დემოკრატიისათვის და ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რაც უკრინაში ხდება, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპისათვის და, ზოგადად, მსოფლიოსათვის, დემოკრატიული პროცესებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება ბევრი მოსაზრება მოვისმინოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ეს პროცესები: ვისი ბრალეულობაა ვიღაც ევროპას აკრიტიკებს, ვიღაც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველაზე მეტი კრიტიკა ამ შემთხვევაში რუსეთის მიმართ არის, რომელიც უხეშად ერევა მეზობელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ბევრს ვკამათობთ იმის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლებას თუ როგორი მკაფიო პრინციპული თუ შედარებით რბილი და მოზომილი პოზიცია უნდა ქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი რეალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ წინა საუკუნეში საბჭოეთის ნგრევის ცეცხლის ხაზმა გაიარა საქართველოზე და 9 აპრილი იყო ამის ძალიან ცხადი დადასტურება, დღეს ახალი რეალობა არის ის, რომ 21- საუკუნეში კვლავ აქტუალურია საბჭოეთის რეანიმაციის იდეა. ამ იდეის ავტორი გახლავთ რუსეთი და მისი დღევანდელი ხელისუფლება და კერძოდ, პრეზიდენტი პუტინი. რეანიმირებულ საბჭოეთში ძალით უპირებენ შეყვანას მთელი ქვეყნების რიგს. ამ რიგში მოიაზრება საქართველოც. დღეს, უკრაინაზე გადის ცეცხლის ხაზი. ხაზი, რომელიც ევროპულ ღურებულებებს და საბჭოეთის რეანიმაციას შორის რსებობს“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია