დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნები მომავალი თაობისათვის
სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხებზე მუშაობა გრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/25 18:37:37

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესსა და თანმხლებ დოკუმენტებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. სამუშაო პროცესი ითვალისწინებს დარგის სპეციალისტებთან და გამომცემლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დოკუმენტის კიდევ უფრო დახვეწას და შემდგომ დამტკიცებას.


ამჟამად, პროექტებში შეტანილია 200-ზე მეტი ცვლილება და კორექტირებული დოკუმენტები საჯარო განხილვისთვის, ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს ვებ-გვერდზე იქნება განთავსებული.


საბოლოო ვარიანტის მიღებამდე, აღნიშნული დოკუმენტების გაცნობა და საკუთარი მოსაზრებების  წარმოდგენა (არაუგვიანეს .. 30 აპრილის 15:00 სთ-ისა), ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.


 

დოკუმენტების პროექტების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდს, ხოლო არგუმენტირებული მოსაზრებები მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით (grifireba@mes.gov.ge) ან წერილობით, სამინისტროს კანცელარიაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია