დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს სვეტიცხოვლობაა!
2014/10/14 11:54:24

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“-ს დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება შესრულდება.

 

ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV .); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV .) ხსენებასაც აღნიშნავს.


გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ, მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს _ ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩააბრძანეს. ელიოზის დამ სიდონიამ კი მცხეთაში ჩამობრძანებული უფლის კვართი გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

 

IV საუკუნეში, წმინდა მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანის საცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. სვეტი სასწაულებს ახდენდა.

 

 

წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

 

გილოცავთ სვეტიცხოვლობას! უფლის მადლი არ აოგკლებოდეთ!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია