დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონებში გენდერული კვირეული მიმდინარეობს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/28 11:55:33

 

 

,, სახლი სადაც ძალადობას განიცდი სახლი არ არის“; ,,ადრეული ქორწინება ტვირთია“; ,,თანასწორობა ოჯახიდან იწყება“  - ეს გზავნილებია საზოგადოებისათვის, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) გენდერულ კლუბებთან ერთად  სოციალური ქსელის საშუალებით,  „ნარინჯისფერი ხელით“  16 დღის განმავლობაში ავრცელებს. იგივე გზავნილები გამოჩნდა 25 ნოემბერს აქციაზე, რომლითაც ბორჯომის გენდერულმა კლუბმა აქციაზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია გამოხატა. აქცია Flashmob-ით დაიწყო, რომლის დროსაც ქართულ ცეკვას განსხვავებული დასასრული ჰქონდა.

 

აქციაზე გენდერული კლუბის წევრებთან ერთად მოვიდნენ უფროსკლასელები, სტუდენტები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები.

 

აღნიშნული აქციით, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრიმსოფლიოში გაეროს 16 დღიან კამპანიას შეუერთდა, რომელიც  10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.  

 

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რეგიონული ტელეკომპანიებისბორჯომის“, ახალციხისმეცხრე არხის“, ნინოწმინდისფარვანა“- და   „მარნეულისეთერში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავა დოკუმენტური ფილმები  რეგიონების წარმატებული ქალების ისტორიების შესახებ და თოქ-შოუები გენდერულ თემებზე


 

საინფორმაციო კამპანია ტარდება პროექტის ფარგლებში -  „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“,  რომელსაც ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია