პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა სასტუმრო „ხვამლში“ მცხოვრებ დევნილებთან ერთად ჭომაში, მათი საცხოვრებელი კორპუსის თავზე „ბილაინის“ ანძის არსებობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ანძა სპეცრაზმის ძალით დადგეს ისე რომ მოსახლეობას ხმის ამოღების საშუალება რა მისცეს. ახალმა ხელისუფლებამ კი უნდა გაითვალისწინოს აქ მცხოვრები ადამიანების მოთხოვნები.
„რა გახდა ამ ანძის გადატანა? ვითომ „ბილაინს“ თანხები არ ჰყოფნიდე, ხალხის ხარჯზე რომ არ აკეთოს დამატებით ფული. ამ საქმეს დევნილთა ადგილობრივ სამმართველო ვერ მოაგვარებს, ეს მინისტრმა დარახველიძემ უნდა უზრუნველყოს. მოსახლეობა დაავადებულია ამ ანძის გამო, კეთილ ინებონ და გადაიტანონ შედარებით უსაფრთხო ადგილზე.“ – აცხადებს წულაია.
მისივე თქმით, ლტოლვილთა სამინისტრომ სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს უნდა გააგებინოს საბოლოო პასუხი – მიიღებს თუ არა მოსახლეობა ამ სასტუმროში ფართებს საკუთრებაში.