დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და მესტიის მაჟორტარობის კანდიდატები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/10/05 14:59:20

მაჟორტიარული ოლქების ახლებური დაყოფით რაჭა–ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონსა   და მესტიას  ერთი მაჟორტარი ეყოლებათ. ასეთი გაერთიანებას  მაღალმთაინი რეგიონის ამომრჩევლები არ ეთანხმებიან.

 

,,ცალ–ცალკე მაჟორიტარები გვყავდნენ და ისინი ვერ გვიგვარებდნენ პრობლემებს და ახლა მარტო ერთი დეპუტატი რას გვიზამს. მე მგონი, ვიმსახურებდით სვანები  ცალკე მაჟორტარს“ – ამბობს ნადია ფარჯიანი.

 

ცალკე მაჟორიტარი რაჭველებსა და ლეჩხუმლებსაც სურთ, თუმცა, 2016 წელს ბოლოჯერ მოუწევთ საზიარო მაჟორიტარობის კანდიდატის არჩევა.

 

არჩევანი კი საკმაოდ მრავალფეროვანია.

სახელისუფლებო პარტიიდან კენჭს გოჩა ენუქიძე იყრის.  ის  2012 წელს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ნაციონალები დამარცხდენენ,  მან პარტია დატოვა. 

გოჩა ენუქიძე რუსეთის უმსხვილესი საერთაშორისო ნავთობკომპანიალუკოილისბრენდის ქვეშ საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურებისა და  26 მსხვილი კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა, ლუკოილის სტრატეგიული პარტნიორი შპს იბერკომპანი, ასევე, იბერია ბიზნეს ჯგუფი, კია მოტორს ჯორჯია, გოჩა ენუქიძე ასევე ფლობს აქციების წილს ლიბერთი ბანკში. არის საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების მესაკუთრე თბილისში, მცხეთაში, საგურამოში, ბაკურიანში, წყნეთში.

რაჭველებს უჭირთ, გაიხსენონ   ,,გამოცდილი“  მაჟორიტარის შესრულებული დაპირებები.  დაპირებები ახლაც მრავლადაა  – დევიზით ,,დავუბრუნოთ სიცოცხლე მთას“.

ნაციონალური მოძრაობიდან ენუქიძეს კონკურენციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე უწევს.  ნაციონალებმა მისი კანდიდატის გამოსავლენად ცაგერის რაიონული ორგანიზაციის ოფისში   რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური კონფერენციაც კი ჩაატარა.

 

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხს  პარტიის კანდიდატი ცაგერი- ამბროლაური- ონი- ლეენტეხი-მესტიაში  როსტომ ცხვედიანი. რომელსაც  ქირურგად მუშაობის 44-წლიანი და გუბრნატორის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება აქვს.

 

 

 

„პატრიოტთა ალიანსიდან“ კენჭს ემზარ კვიციანი იყრის. 

ემზარ კვიციანი  კოდორის ხეობის გასამხედროებული ჯგუფისმონადირესხელმძღვანელი იყო, შევარდნაძის დროს კოდორის ხეობის რწმუნებული გახლდათ, ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და იმჟამინდელ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს.

გასამხედროებული ჯგუფიმონადირე“, რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედიოდა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის აფხაზური ჯარებისგან დაცვის მიზნით შეიქმნა. ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა. თუმცა, 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაშალა ეს შენაერთი, 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.

2014 წელს ემზარ კვიციანი მოსკოვიდან დაბრუნდა საქართველოში, ის აეროპორტშივე დააკავეს.  ზუგდიდის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობისათვის და 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.  

 

 

აღნიშნულ მაჟორტარულ ოლქში ლეიბორისტული პარტიიდან - ამირან მახარობლიძე, ეროვნული ფორუმიდან - მარინე გაგოშიძე, თავისუფალი დემოკრატებიდან - გურამ ნაკანი , პროგრესული დემოკრატიული მოძრაობიდან - ნესტან გუგუშვილი, დავით თევზაძის პარტიიდან კი -  ნუგზარ ხიდაშელი იყრიან კენჭს.

მაკა ჩინიჯიშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია