ქუთაისის 55 სკოლაში პირველი ზარი 2044 პირველკლასელისთვის დაირეკა, მათგან, 38 საჯარო, 17 კი კერძო სკოლის მოსწავლეა.
ახალი სასაწავლო წლის დაწყება პირველკლასელებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ მიულოცა.
„მინდა, ყველას – პედაგოგებს, მოსწავლეებს, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ეს არის დიდი ზეიმი. ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკთებთ მათთვის,"–აცხადებს კოტე ლომიძე.
„ჩვენ მზად ვართ სწავლის დასაწყებად. წიგნბეის 80% უკვე დარიგებულია, დანარჩენიც დარიგდება ეტაპობრივად",–ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ცხადაძე.
დღესვე ახალი სასწავლო წელი დაიწყო ბაღებშიც.
„900-მდე აღსაზრდელი მივიღეთ წელს. იანვრის ბოლომდე, ალბათ, კიდევ დაგვემატება 200-მდე ბავშვი, რომლებიც, ახალი კანონის თანახმად, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ სწავლის ბაღში სიარულს, რადგან ორი წელი არ შესრულებიათ",–ამბობს ქუთაისის ბაგა-ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე.