დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაუმორჩილებელი „წრიულები“
2009/10/14 13:54:18

ტრანსპორტელები ქუთაისის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს სხვადასხვა ხაზების (100; 50; 48) ლობირებაში ადანაშაულებენ. „წრიულის“ მძღოლები, რომელთა მიკროავტობუსებიც ნებართვების გაცემის დროს დაიწუნეს, დაუმორჩილებლობას აცხადებენ.

 

 

30 ოქტომბერს ქუთაისში მძღოლების აღლუმი იმართება. ამ დღეს ტრანსპორტელებს სხვადასხვა სფეროს პროფკავშირთა წარმომადგენლები სოლიდარობას გაუწევენ. მანამდე კი ქუთაისში ისევ სატრანსპორტო ხმაური და ყოველკვირეული აქციებია. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, უკვე მეორე კვირაა, სხვადასხვა ხაზზე მომუშავე ტრანსპორტზე სანებართვო მოწმობებს გასცემს. მოწმდება მათი გამართულობა და ტექნიკური მახასიათებლები. ნებართვების გაცემა სამ ეტაპად მიმდინარეობს და ის 30 ოქტომბერს დასრულდება. სანებართვო მოწმობები პირველ და მეორე ეტაპზე მიკროავტობუსებზე გაიცემა, მესამეზე კი - ავტობუსებზე.

სანებართვო მოწმობის ბოლო ეტაპის დასრულებამდე უკვე აეკრძალა ?1 და ?2  წრიულ ხაზებზე მუშაობა რვა-რვა სამარშრუტო ტაქსს და თითოეულ მათგანზე ხუთი მიკროავტობუსი დარჩა.

მძღოლი ბადრი თურქაძე აცხადებს, რომ ტენდერის დასრულებამდე ყველა მათგანი ხაზზე ძველებურად იმუშავებს. მისი თქმით, აქაური სატრანსპორტო პოლიტიკა მხოლოდ უმუშევრობას ემსახურება.

მერიის სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილებას უკანონოდ თვლის ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია: „გასაკვირია, მათ ღამით როგორ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარშრუტები შეემცირებინათ. შამუგიას კიდევ ქარხნის დირექტორი ჰგონია თავი, ისე ექცევა ამ ხალხს“. 

ალანია ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ინტერესებს „ტრანსკორპორაციაში“ ხედავს, ხოლო ტრანსპორტის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გოჩა მარგველაშვილს „ იმერტრანსის“ ლობირებას აბრალებს.

იგი ამბობს, რომ ნუგზარ შამუგიამ 5 ოქტომბერს, ღამით, ?1 და ?2  ხაზებზე მიკროავტობუსების შემცირებას მოაწერა ხელი: „ბიზნესში ასეთი აქტიური ჩარევა მეტისმეტია, მაშინ, როცა პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს.“

შეკითხვები „საიასაც“ დაუგროვდა. ეს ორგანიზაცია ტრანსპორტის სამსახურმა სანებართვო წესების გაცემის პროცესის სანახავად და შესაფასებლად მიიპატიჟა და მონიტორინგი სთხოვა: „ ჩვენ უნდა გაგვეწია იმ ჯგუფის მონიტორინგი, რომელიც ტრანსპორტს ამოწმებდა, თუმცა ამ ჯგუფს რა ევალა უშუალოდ, ეს ვერ გავარკვიეთ და კონკრეტულ დოკუმენტებშიც ვერ ამოვიკითხეთ,“ - ამბობს საიას პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.

მეცნიერულად დამუშავებულ ქუთაისურ სატრანსპორტო სვლა-გეზებთან დაკავშირებით გაუგებრობები ისევ არსებობს. მეცნიერ-სპეციალისტთა და ჟურნალისტთა კავშირ „ინტელექტის“, ბადრი კაპეტივიძის სახელობის საზოგადოებრივ-სატელევიზიო კლუბის პრეზიდენტმა ბენია თხილავამ და კავშირის წევრებმა გადაწყვიტეს, სატრანსპორტო სამსახურის უფროსს ვიტალი ბოჭორიშვილსა და ამ სამსახურის თანამშრომლებს - გოჩა ლეკვეიშვილს, დავით კბილაშვილსა და გელა ლოსაბერიძეს საზოგადოებრივი უნდობლობის სიგელი გადასცენ.

კვლავ წინააღმდეგობებია ევროსტანდარტების მომიზეზებით ?22 ხაზის გაუქმებასთან დაკავშირებითაც.

ტრანსპორტის სამსახურის მიერ ევროსტანდარტების მოშველიებას ამ შემთხვევაში უადგილოდ თვლიან. ამ სამსახურში განმარტავენ, რომ არანაირ სტანდარტში არ ჯდება ექვსკილომეტრიანი ხაზის არსებობა, თუმცა ოპონენტები ამბობენ, რომ ევროსტანდარტი ქუთაისს არ მიესადაგება და რადგანაც დიდ ევროპულ ქალაქებში უფრო განსხვავებული მასშტაბებია, შესაბამისად, პარიზის და ქუთაისის სტანდარტიც განსხვავებულია.

?3 ავტობუსის დანიშვნა და ამ ხაზით ?22 ავტობუსის ჩანაცვლება მიუღებლად მიაჩნია ბენია თხილავასაც. მან დეტალურად გამოთვალა, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე მგზავრთა ძალიან დიდი ნაკადია, რომელსაც ქალაქის ცენტრში გადაადგილება სურს, ?3 ავტობუსით კი ისინი ქალაქში მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდებიან, როცა ძალიან გრძელ გზას შემოივლიან:

„აღმაშენებლის გამზირის გაძლიერების მოტივით ბავშვთა  საავადმყოფოდან მომავალი, ე.წ მარცხენა ?3 მარშრუტის ავტობუსები უნივერსიტეტისკენ მიმავალ მგზავრებს ჯერ გაატარებს ბუხაიძის ქუჩაზე, შემდეგ აბაშიძის, შარტავასა და გამსახურდიას ქუჩების გავლით გაასეირნებს აღმაშენებლის პროსპექტზე, შემოატარებს საფიჩხიას და ჩამოიყვანს მესხიშვილის თეატრთან. ასეთი მარშრუტი, გაუგებარია, ვის სჭირდება.“

ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია ტრანსპორტელების ბრალდებებზე ამბობს, რომ უსაფუძვლოა, რადგანაც წრიულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება თვენახევრის წინ მიიღეს და ამის თაობაზე პროფკავშირებთან მემორანდუმიც კი გაფორმდა. შამუგიას განცხადებით, სანებართვო მოწმობების გაცემის პროცესს წრიულებთან საერთო არაფერი აქვს.

ქალაქის მერი ხმაურიანი აქციების მიუხედავად სატრანსპორტო რეფორმით კმაყოფილია. მას იმედი აქვს, რომ დისპეტჩერიზაციის შემდეგ ტრანსპორტის გრაფიკი მოწესრიგდება, თუ მძღოლი უნებართვოდ მიატოვებს ხაზს, მას მესამე ჯერზე 200 ლარით დააჯარიმებენ. ახალი სისტემის დანერგვა მერიას 25000 ლარამდე უჯდება, ხოლო მძღოლებს „ჯიპიარეს“ სისტემისთვის 200 ლარიანი „ჩიპის“ შეძენა მოუწევთ.

30 ოქტომბრისთვის ნებართვების გაცემა დასრულდება. პირველი ნოემბრიდან იმის მონიტორინგს, თუ რამდენად გამართულ მიკროავტობუსებზე გაიცა ნებართვა, თავად მგზავრები ჩაატარებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1660
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია