დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანის მხარდასაჭერად მერიის წინ აქცია გაიმართა
2013/07/04 15:30:33

საქართველში – მიხეილ სააკაშვილი და ქუთაისში – გოჩა თევდორაძე ხელს უშლიან უკეთესობას – აცხადებენ აქციის მონაწილეები

ქუთაისის მერიასთან ქალაქის ახლადდანიშნული მერის, დიმიტრი კოპალიანის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ახალ მერს საქმიანობისთვის შესაფერისი გარემო და დრო მიეცეს.

ალეკო ბაძგარაძე, საზოგადოება „ბაღის კიდის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ქვეყანას ორი დიდი მტერი ჰყავს – ზოგადად, საქართველში მიხეილ სააკაშვილი და ქუთაისში – გოჩა თევდორაძე. ვიდრე მათი მეთაურობით შავბნელი ძალები მართავენ ქვეყანას, მდგომარეობა უკეთესობისაკენ არ შეიცვლება. ასეთ პირობებში ქალაქმა 11 მერი გამოიცვალა. ამიტომ, მსგავსი რამ რომ აღარ მოხდეს, მოვითხოვთ, დიმიტრი კოპალიანს მიეცეს დრო, დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად.

აქციაზე საკუთარი პოზიცია 40-მდე მოქალქემ დააფიქსირა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია