დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიოსფერული რეზერვატის დაარსების პერსპექტივები
2016/07/28 16:07:54

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიოსფერული რეზერვატების დაარსების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ მიმართა. 

 

ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, გარემოს გლობალური მონიტორინგის, ასევე მეცნიერული კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფისა და დინამიური სოფლის მეურნეობის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში დაინტერესებული მხარეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალი“.


საკითხთან დაკავშირებული ეტაპობრივად განსახორციელებელი ღონისძიებები მხარდაჭერილია პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ხელშემწყობი რეგიონული მოდელი საქართველოში მათი შექმნის პოტენციალისა და განხორციელების შესაძლებლობის კვლევის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია Michael Succow Foundation for Protection of Nature ის მიერ.


ამ დროისათვის, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა „საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის განვითარების შესაძლებლობების კვლევა“, რომლის შესაბამისად გამოვლინდა ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი რეგიონები. აღნიშნული კვლევის საფუძველძე განხორციელდა დამატებითი შესწავლები „კახეთში, ბიოსფერული რეზერვატის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება“. რომელის წარდგენა და განხილვა მოხდა დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით.


შეხვედრას სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების,  ასევე სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია