დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
2015/08/24 10:41:18

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1966 წელს დაბადებული აბესალომ ყ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. სულ ამოღებულია: 3 შეკვრად დაფასოებული, 18,45688 გრ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,04614 გრ ჰეროინს შეიცავს, 9 აბი და 3 ნატეხი, საერთო წონით 4,319 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3839 გრ მეთადონს (მარილი) შეიცავს, 1 აბი „სუბოქსონი“, რომელიც 0,008 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს, ასევე, 0,06662 გრ მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 0,17977 გრ ნარკოტიკული საშუალება.

 

ნარკოლოგიური შემოწმებით აბესალომ ყ-ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია