დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი ვანში წარადგინეს
2016/07/23 08:49:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ დღეს ვანის მოსახლეობას, ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა.


 „გიორგი ლილუაშვილი ძალიან გამოცდილი ადამიანია. იგი „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. მუშაობდა საბაჟო სფეროში. გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. დღეს იგი თბილისის მერის მოადგილეა და უნდა ვთქვა, რომ დიდი დანაკლისი იქნება დედაქალაქისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო. გიორგი ლილუაშვილი იქნება თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ვანის რაიონის ტურისტულ, სასოფლო-სამეურნეო და მრეწველობის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

 

 „ვანს უნდა დავუბრუნოთ ძველი დიდება, აღვადგინოთ მუზეუმი, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია მობილიზებული. მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ამ რაიონში ჭარბად არის დავანებული. ეს არის ჩვენი ფუნქცია”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ესაუბრა.

 

 ვანის მოსახლეობას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

 „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 8 ოქტომბერს და ეს არ იქნება პარტიის გამარჯვება- ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

გრიგოლ ლილუაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანის მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას დაჰპირდა.

 

„ჩვენ ძალადობას ერთად ვუთხარით უარი და გადავედით ახალ ეტაპზე. ასევე ერთად უნდა შევინარჩუნოთ მიღწეული თავისუფლება, განვავითაროთ ჩვენი რაიონი და ქვეყანა“,-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე და დავით ლორთქიფანიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2839
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია