დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციას „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცა
2015/01/20 17:57:34

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმბოლური დაჯილდოების ცერემონია გამართა.

 

სოლიდარობის ფონდის" საქმიანობას უკვე 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა, 40 ორგანიზაციას კი განსაკუთრებული წვლილისთვისსოლიდარობის ჯილდო" გადაეცა, მათ შორისაა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია.

 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობითი მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან. არსებული დახმარებით, ფონდში საერთო ჯამში 1,701,000 ლარის მობილიზება მოხდა და 1,198,000 ლარით დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის განსაკუთრებით ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.


საქართველოს სოლიდარობის ფონდი" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გასული წლის ივნისის თვეში დაფუძნდა. ფონდი საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას მუდმივად წარუდგენს.  

 

წყარო: http://imereti.gov.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია