დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული დელეგაცია პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
2016/02/28 17:30:31

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის  ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA)  ესწრება.


გამოფენის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა  შეხვედრები საფრანგეთის  ღვინის მწარმოებელთა კავშირის და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან და მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მაღალპროდუქტიული ჯიშების სასელექციო  კუთხით მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებთან გაიმართა.


ოთარ დანელიამ საფრანგეთის ხელმძღვანელთან ჟან-მარი ბარილერესთან და  ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებში საქართველოს როგორც ღვინის უძველესი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ევროპის ბაზარზე დამკვიდრებას. მინისტრმა ყურადრება გაამახვილა ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში  ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკასა და არსებულ პოზიციებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომელიც ქართული ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის პოპულარიზაციის  ერთიან მიდგომებს, პროდუქციის ხარისხის  და ექსპორტის ზრდას და მეღვინეობის დარგის მეტ ხელშეწყობას ითვალისწინებს.


შეხვედრაზე საფრანგეთის ღვინის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა, ჟან-მარი ბარილერემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია  საქართველოსთან  როგორც ღვინის კულტურის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანასთან თანამშრომლობა. საქართველოს, რომელსაც ღვინის წარმოების 8 000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია აქვს, ექსკლუზური უფლება აქვს   საკუთარ ქვეყანას ღვინის აკვანი უწოდოს და  ევროკავშირში საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია  ამ კონტექსტით  განახორციელოს.  


ფრანგული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართული ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციების  დაფიქსირება.  შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ქართველი მეწარმეებისთვის ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით. შეხვედრზე განიხილეს პროდუქციის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრისთვის გათვალისწინებული ღვინის ერთიანი სტანდარტი უნდა უზრუნველყოს.


გამოფენის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მესაქონლეობის დარგში როგორც მეხორცული, ისე მერძეული სანაშენე მეურნეობებისა და გენეტიკური კვლევის ცენტრების  წარმომადგენლებს შეხვდა.


ოთარ დანელიამ მესაქონლეობის მიმართულების უმსხვილესი კომპანიების Charolais France-ის  და  Coopex Montbeliarde-ის წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მესაქონლეობის დარგში გენეტიკისა და ჯიშთა გამოცდის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ფრანგულმა მხარემ  მზადყოფნა გამოთქვა  ქართველი სპეციალისტებისთვის მსხვილფეხა საქონლის ჯიშების გაუმჯობესების კუთხით  გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში ფრანგი  სპეციალისტების ვიზიტის უზრუნველყოს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო განიხილება როგორც პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც აქვს პოტენციალი მესაქონლეობის დარგის განვითარების კუთხით კავკასიის რეგიონის ცენტრი გახდეს. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებთან, არამედ კერძო სექტორთანაც და დაჩქარებულ ვადებში საპილოტე პროექტებიც განახორციელონ.

 

შეხვედრაზე  ოთარ დანელიამ საქართველოში  მესაქონლეობის მიმართულებით  არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ჯიშების შერჩევა.


საქართველოში მესაქონლეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების  გამოცდილების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. იმ  შემთხვევაში თუ მოხდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  და  კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, შესაძლებელია მოხდეს მსხვილფეხა პირუტყვის როგორც მომთაბარე, ასევე ბაგური მოვლის სისტემის დანერგვა და განვითარება. ეს ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის  ხარისხისა და მოცულობის გაზრდასაც. გენეტიკისა და ჯიშთა გამოცდის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელდება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი   მესაქონლეობის დარგის მიმართულებით როგორც ცოდნის, ისე პრაქტიკის გაზიარების კუთხით რეგიონულ ცენტრად იქცეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.


პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და  საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე  ესწრებოდნენ. 


 

პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია.  გამოფენაში  40-მდე ქვეყნის 1 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენის   ვიზიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად 10 ათასს აჭარბებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია