დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარიამ ჯაში ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმს სტუმრობდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/15 16:17:46

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმს ეწვია და ის ისტორიული ნივთები მოინახულა, რომელიც კომპოზიტორს ეკუთვნოდა. ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა, ელისო ქაროსანიძემ და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა, მარინე სულაქველიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს უნიკალური ინსტრუმენტები და მათი ისტორია გააცნეს:


როიალი, რომელზეც კომპოზიტორმა შეასრულა ნაწყვეტები ოპერიდან "აბესალომ და ეთერი“ თუმანიშვილების სალონში. როიალი თუმანიშვილების ოჯახმა გადმოსცა ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს. მათივე გადმოცემით ეს ინსტრუმენტი ფელიქს და ალოიზ მიზანდარებს ეკუთვნოდათ;


 გერმანული მექანიკური საკრავი, ფირმა ციმერმანის მიერ დამზადებული "Piano de melodika", რომლის მელოდიის ქვეშ ზაქარია ფალიაშვილი ეპოქის გამოჩენილ ადამიანებს მასპინძლობდა;


 ფრანგული მექანიკური საკრავი"megafoni";


მცირე ორღანი ფისჰარმონია, რომელზეც ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ადრეული ნაწარმოებები შექმნა და რომელზეც მეცადინეობდა სამუსიკო სასწავლებელში სწავლის პერიოდში.


მუზეუმის ხელმძღვანელებმა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად იმსჯელეს იმ პერსპექტივებზე, რომელიც ქართული კულტურის აღნიშნულ ძეგლს ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის. ასევე, ისაუბრეს მწყობრიდან გამოსული უნიკალური ინსტრუმენტების აღდგენის შესაძლებლობებზე.

 

„თითქმის ისეთივე განცდა მაქვს, როგორი განცდაც მქონდა ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის სახლმუზეუმის დათვალიერებისას და ეს განცდა კიდევ უფრო ძლიერდება იმით, რომ ზაქარია ფალიაშვილი ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, ქართველი კლასიკოსია. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია