დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დისკუსია „შენ და კანონი’’
2016/02/19 13:15:08

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ჩატარდა დისკუსია თემაზე „შენ და კანონი“. ღონისძიებაში IX-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინდივიდუალურად დამუშავებული თემები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ქვეყანაში მოქმედი კანონებისა და წესების შესახებ, აგრეთვე ისაუბრეს, როგორც კანონიერ, ისე კანონსაწინააღმდეგოქმედებებსა და მათ თავისებურებებზე, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და სასჯელის სხვადასხვა ფორმებზე . მოეწყო ასევე ლიტერატურული პერსონაჟის გასამართლება ვაჟა-ფშაველასშვლის ნუკრის ნაამბობისმიხედვით.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი ნანა გიორგაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია