დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
TSIKOLIA – ქართველი, რომელიც შვეიცარიაში თავისი სახელობის საათს უშვებს
2016/02/04 09:11:22

სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი, ზვიად ციკოლია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილია, როგორც  ავტომობილების,  „პეჟო 1007“, “ბუგატი”, “რუსო-ბალტიკი”, ჯავშანმანქანა “დიდგორი” და  სხვა სამრეწველო გამორჩეული დიზაინების  ავტორი.  ასევე, მის  სახელს უკავშირდება საკვები პროდუქტების შეფუთვა, ალკოჰოლური სასმელების ბოთლები, ავეჯი, უნიფორმა, ველოსიპედი, თვითმფრინავი და ბოლოს,  შვეიცარიაში წარმოებული საათების ხაზი, რომელსაც ქართული გვარი „ციკოლია“ დაჰყვება ბრენდად.

დიზაინერმა ყურადღება სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში  მონაწილეობით მიიპყრო. დღეს, ზვიად ციკოლია უმსხვილესს ბრენდებთან თანამშრომლობს და 2011 წლიდან შვეიცარიაში აწყობილ, საკუთარი სახელობის საათს უშვებს, რომლის პოპულარობაც თვალშისაცემია და მისი შეძენა თბილისშიცაა შესაძლებელია. რაც მთავარია, ის საქართველოდან მუშაობს. დიზაინერს ჰყავს მეუღლე, მარინა ხორავა და ორი შვილი, 16 წლის ბუბა და 15 წლის ივა.

3

ზვიად ციკოლია, როგორც ყველა წარმატებული ადამიანი, საკუთარ გამოცდილებას და ხედვას გულწრფელად აზიარებს.  „მეტრონომთან“ ინტერვიუში, დიზაინერმა წარმატების საიდუმლო გაგვიმხილა:

მეტრონომი“:  როცა ისტორიის დასაწყისს იხსენებთ, აღნიშნავთ, რომ ბავშვობიდან გაინტერესებდათ საათები. სწორედ ამიტომ, შვეიცარიაში წახვედით, დადეთ კომპანიებთან ხელშეკრულება და დაიწყეთ საქმიანობა. ეს ყველაფერი ამ გადასახედიდან მარტივად ჩანს,თუმცარა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?  ამ დროს, როგორც წესი, ასახელებენ იღბალს, შრომისმოყვარეობას და  ბევრ  სხვა მიზეზს. თქვენ რას იტყვითბავშვობის ინტერესის ახდენასა და მიღწევაში რა დაგეხმარათ?

ზვიად ციკოლია: რაც შეეხება იღბალს, მე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ ამაზე. რთულია იღბლის იმედად აკეთო საქმე. საქმე უნდა დაიმორჩილო ყველანაირად. შენ უნდა იყო მისი მბრძანებელი და არა ის. უნდა იმოძრაო მიზნისკენ და არ უნდა უღალატო საკუთარ თავს, შენ სიყვარულს და ინტერესებს.
ჩემთვის ბავშვობის პერიოდია ოცნებების პერიოდი, სიყმაწვილის ასაკიდან კი დავიწყე ამ ოცნებების რეალობაში მოყვანა.

4

 რა გახდა თქვენ მიერ შექმნილი  საათის დიზაინების წარმატების მთავარი მიზეზი და შესაბამისად, რა არის ნებისმიერი პროდუქტის საერთაშორიოს ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელი ნიშანი?

 

– სხვათაშორის, როცა ვიწყებდი საათების წარმოებას, ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ ბიზნესში ძალიან რთულია რაიმე სიახლის შექმნა; რომ ბაზარზე უფრო მეტი შემოთავაზება იყო, ვიდრე მყიდველი და ამიტომ თავი დამენებებინა ამ უაზრო წამოწყებისთვის. თუმცა, მე მაინც ჩემ აზრზე ვიყავი, რომ შეიძლება ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებს. ამას ემატება შვეიცარული ხარისხი და ფასი. ეს ყველაფერი საბოლოოდ თავის შედეგს იღებს. მე ვქმნი ემოციას და არა უბრალოდ დროის მაჩვენებელს.
დღეს, დროს უთოც აჩვენებს, მობილურზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

6

 როცა ეს საქმე დაიწყეთრა იყო თქვენი უმთავრესი მიზანი?

– გაგვატარეთ თუ შეიძლება! აი, ეს იყო ჩემი მიზანი. ეს იმ კომპანიებს, რომლებიც 100-წლიან ისტორიას ითვლიან.

 

– თუ შეიძლება, თუნდაც მოკლედ აღგვიწეროთ, მუშაობის პროცესი  რა დროს უთმობთ და ამ დროს, რა არის თქვენთვის უმთავრესი?

 

– დროს იმდენს ვუთმობ, რამდენსაც მოითხოვს. ზოგჯერ ძალიან დამღლელია, რადგან გიწევს უამრავ დეტალზე ფიქრი. წარმოებაზე მორგება და ფასის და დიზაინის თანხვედრაში მოყვანა, რაც ძალიან დიდ ენერგიას, ცოდნას და დროს ითხოვს.
ყველაფერი ინსპირაციით იწყება. როდესაც ინსპირაცია მოდის, შემდეგ ვიწყებ ესკიზების კეთებას. შემდეგ ნახაზებს და ა.შ.

– რატომ იყენებთ ინსპირაციისთვის საავტომობილო, ავიაციის და საზღვაო თემებს? ეს გულისხმობს თქვენს ინტერეს ამ სფეროსთან და რატომ?

5

– არ გაგიკვირდებოდათ, მაგალითად, ჩემი ინტერესი არა თვითმფრინავების, მანქანების და სამხედრო ტექნიკის მიმართ იყოს, არამედ თოჯინა ბარბის, ან ბრჭყვიალა ბიჟუტერიის? თვითმფრინავები, მანქანები და სამხედრო ტექნიკა  ყველა მამაკაცის ინტერესის სფეროა. ნუ, თუ ყველასი არა, უმეტესობის. არც მე ვარ გამონაკლისი.


– შვეიცარიაში წარმოებული საათები საკუთარი გვარით. თქვენი სამომავლო გეგმები შეიძლება უფრო მაღალი მწვერვალის აღებას უკავშირდება. და საერთოდ, გეგმავთ წინასწარ წარმატების ეტაპებს და სწორია ამგვარი მიდგომა საქმესთან?

– გულახდილად გეტყვით, ვისურვებდი საქართველოში იყოს ჩემი საათები წარმოებული. ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე – შვეიცარიაში წარმოება. ჩემი მიზანიც ეს არის. იმედია, ეკონომიკური გარემო და პოლიტიკური მდგომარეობა მომცემს ამის საშუალებას.
არის მიზანი დაგეგმილი და არის იმპროვიზირებული, კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე. ცხოვრება ხომ ჯაზივითაა?! კომპოზიცია ცნობილი, მაგრამ იმპროვიზაციით შესრულებული …

 

მანა ნოდია

წყარო: http://metronome.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 44180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია