დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"დღეს მე ვარ საქართველო"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/26 00:49:35

 

ეკო გაბედავა, დაიბადა 1980წლის 16 აგვისტოს. ქართველი პოეტი,რომელიც შვილის მარტოხელა დედაა...როცა ცხოვრებისეულ ქარტეხილებთან ბრძოლისა და ქართველთა გენის აღზრდაზე ზრუნვისას სული რაღაც უცნაურ, განსაკუთრებულ ამოძახილს ამბობს. ცდილობს ეს ამოძახილი, რითმებად აკინძული მკითხველამდე მოიტანოს...როგორც თავად გვიამბობს, პირველი ლექსი 11 წლის ასაკში დაწერა. სოფელში მსხლის ხის ქვეშ საქანელა გვქონდა,

ეს ხე ყოველ გაზაფხულზე ისე ლამაზად და თეთრად ყვაოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყვავილების თოვლი მათოვდა თავზე.ერთხელ სახლში მარტო ვიყავი და სწორედ ასეთი სილამაზით მონუსხულმა დავწერე პირველი ლექსი, ერთი სტროფი იყო მხოლოდ. მას შემდეგ ვწერ,თითოეული მათგანი ჩემი სულის ამოძახილია. გაიცანით ეკოს პოეზია

 

 

გარინდულა სული, დგას უკვდავი წამი. 

დასდებია თვალებს მარგალიტის ნამი... 

დაუკარგავს სხეულს, ძველებური პეწი.

 დასერილი გული, უსაშველოდ მეწვის. 

დღეს დავტოვებ სხეულს, მივატოვებ ყოველს. 

შენ მიმიღე ღმერთო... ჩემი ფეხით მოველ!... 

****

 

მნახე საქართველო

 

მე საქართველო მიყვარს, 

მისი ყოველი კუთხე, 

შემოვიარე მთელი კუთხე-

კუნჭული წუხელ. 

შემოვიარე ბარი, მთა, ველი,

 ჩემი ლელო, 

შემოვიარე წუხელ 

მე ჩემი საქართველო. 

მცხეთას ავედი ფეხით, 

სვეტიცხოველი ვნახე 

და დიდოსტატის ხელით, 

ჩემი ნახატი სახე, 

ამაყად მიმზერს თითქოს, 

ჩემს სულში ანთებს სანთელს,

 სვეტიცხოველში წუხელ 

მე საქართველო ვნახე... 

მე საქართველო ვნახე, 

წუხელ არაგვის პირზე, 

დროს ატარებდა კინტო, 

ლაღად მჯდომარე ტივზე, 

მეთევზე თევზის ჭერით,

 გატაცებული სახით, 

მე მის თვალებში წუხელ, 

ჩემი სამშობლო ვნახე... 

თუშეთში ვიყავ წუხელ, 

ლაშას თვალებით ვნახე, 

როგორ დავუგე ირემს

 მე დასაჭერად მახე, 

ირემი ჩვენი მთების 

მშვენება, მშვიდი სახე, 

ლაშას თვალებით წუხელ 

მე საქართველო ვნახე. 

კახეთს ვიყავი კიდევ, 

ილია ვნახე დიდი, 

გასაოცებლად წყნარი, 

ამაღელვებლად მშვიდი, 

ღალატს ჩიოდა მარტო, 

ცრემლს დაეღარა სახე, 

მე მის ტკივილში წუხელ 

ჩემი სამშობლო ვნახე. 

ვნახე თამარი, მისი

უდრეკელობა ქალის, 

დიდი დავითი ცოფის 

ცეცხლებს აფრქვევდა ლამის

და დარიალის მთებში 

ჩასაფრებული მტერი, 

ბინდი სულის და ჩუმი 

დასამარება ღამის... 

მე საქართველო ვნახე, 

ფეხზე დამდგარი ბრძოლით, 

დღემდე მოსული ტანჯვით

 სიხლით, ღალატით, ომით... 

ვაჟკაცობით და ჩვენი გაბრწყინებული სახით,

 სამშობლოს სიყვარულით,

 თბილი, ლამაზი ხალხით... 

სიკეთით სავსე გულით, 

მტერს რომ დაუგეს მახე, 

გამარჯვებული სულით 

მე საქართველო ვნახე. 

ვიყავ სოხუმში წუხელ, 

ჩემი შარტავა ვნახე, 

დღესაც სამშობლოს იცავს,

 მოღალატეებს ამხელს, 

ჩემი ამბაკო ვნახე, 

მე ახალდაბის თავში, 

ერთ ხელში ავტომატით, 

მეორე ხელში - ბავშვით... 

მისი თვალები,

 მისი ბრძოლით შეშლილი სახე,

 მე მის ვაჟკაცურ სულში 

დღეს საქართველო ვნახე... 

ჩემი შვილები ვნახე, 

ოთხი ლამაზი ბავშვი, 

მეფერებოდნენ ნაზად,

 ხელებს მიყოფდნენ თმაში, 

მათ თბილ გულებში დედის 

დაუვიწყარი სახე

 და საქართველოს სული,

 მე უკვდავება ვნახე... 

მე საქართველო მიყვარს, 

მისი ყოველი კუთხე. 

შემოვიარე მთელი კუთხე- 

კუნჭული წუხელ 

და რომ დავფიქრდი წამით, 

ხვალ რომ შეშლილი მნახოთ, 

გეტყვით არსება ჩემი, ჩემი შეშლილი სახე, 

რომ ამ მიწის ვარ შვილი, ნუ მაკრიტიკებთ მკვახედ,

 დღეს მე ვარ საქართველო და საქართველო მნახეთ!...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია