დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იაპონური ბიზნეს-კომპანიების ახალი პროექტები
2015/09/09 19:22:23

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი  გიგლა აგულაშვილი  მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, იაპონიური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს, რაც თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობის ინიციატივას  ითვალისწინებს.

 

დღესვე, იაპონური მხარე  სამინისტროს დარგორბივი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ საკანონმდებლო საკითხებზე განმარტებები მოისმინა. შეხვედრაზე გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და  საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.

 

აღსანიშნავია, რომ იაპონურ მხარე  საქართველოში ნარჩენების გადამუშავების სფეროში მდგომარეობის შესახებ მოკვლევას (Survey Outline) ახორციელებს, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დასრულდება.

 

 

დელეგაციის შემდაგენლობაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JICS), კომპანია - “Carbon Free Consulting”-ისა და კომპანია „Global System Co. Ltd.“-ის წარმომადგენლები შედიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია