დიეტა “კიბე”- არის ახალი სუპერდიეტა გახდომისათვის, რომელიც საშუალებას
მოგცემთ, წონაში 3-დან – 8 კგ-მდე დაიკლოთ. ამასთან, გახდომის შედეგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგყვებათ. ხოლო გახდომის ეს მეთოდი არანაირ ზიანს არ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას, პირიქით, მდგომარეობა უკეთესობისკე შეიცვლება. დიეტა სულ ხუთი საფეხურისგან შედგება. ერთი საფეხური – 1 დღე და ყოველი დღე, დიეტის ახალი ეტაპია. I დღე – I ეტაპი გაწმენდა ამ დღეს თქვენ მოგიწევთ ორგანიზმის გაწმენდაზე ზრუნვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ, რადგან სწორედ ამ დღეს იწმინდება ორგანიზმი წიდებისგან (შლაკებისგან). და თუ ყველაფერს კარგად გააკეთებთ, ჯილდოსაც მიიღებთ – თქვენი წონა 1-2 კგ-თ შემცირდება. დღის რაციონი: 1 კგ. ვაშლი და 1 ლ-ზე მეტი წყალი. ამასთან ერთად უნდა მიიღოთ 6-8 აბი აქტივიზებული ნახშირი (თითო აბი, ყოველ 2 სთ-ში ერთხელ). II დღე – II ეტაპი აღდგენა აუცილებელია არა მარტო გახდომისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. ან მინერალური წყალი გაზის გარეშე. III დღე – III ეტაპი ენერგეტიკული ეტაპის დროს. ენერგიის აღსადგენად კი გლუკოზის მიღება არის საჭირო. მაგრამ, გლუკოზა ორგანიზმმა უნდა მიიღოს არა შაქრის, არამედ ჩირისა და თაფლის სახით. ამ “ტკბილ” დღეს, თქვენ 0, 5-1 კგ-ს დაკარგავთ. (შეგიძლიათ ფრუქტოზათი შეცვალოთ) და წყალი. IV დღე – IV ეტაპი მშენებლობა მასას. ცილების აქტიური ნაკადი ორგანიზმს საშუალებას აძლევს აწარმოოს “სამშენებლო” სამუშაოები. ამ ეტაპზე ორგანიზმი 700 -1, 3 კგ-ს დაკარგავს. ხორცი შეგიძლიათ მოხარშოთ, მოამზადოთ ორთქლზე ან ღუმელში. დღის მანძილზე, აუცილებელია წყალიც. P. S. თუ ვეგეტარიანელი ხართ, ქათმის და ინდაურის ხორცი, შეგიძლიათ სოიას პროდუქტით (ფარშით) ჩაანაცვლოთ.
ცხიმების ინტენსიური წვა ეს არის დიეტის ბოლო დღე და შესაბამისად, მისი კულმინაციური ეტაპი, დღე როდესაც უნდა მოხდეს, ორგანიზმში არსებული ცხიმების მნიშვნელოვანი რაოდენობის წვა. დიდი რაოდენობით ცხიმის წვის მიზეზი არის ორგანიზმში შექმნილი უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი, რომელსაც 4 დღიანი დიეტა იწვევს. ასეთ მდგომარეობაში, რთულად მოსანელებელი საკვების მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი იძულებული იქნება თვითონ გამოიმუშაოს ენერგია, ორგანიზმში არსებული ცხიმების დაწვის ხარჯზე. დღის რაციონი: ხილი, ბოსტნეული და შვრიის ფანტელები (უმი სახით). |