დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აუცილებელია შეიქმნას მოძალადეების სარეაბილიტაციო ცენტრები - ზაალ გორგიძე
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/03/13 00:47:12

 

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში ქალთა მიმართ  და ოჯახში ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

 

საიას იურისტების თქმით, ამ კუთხით პოზიტიური ცვლილებები  შეინიშნება, რადგან გაზრდილია სამართალადამცავი ორგანოების მიმართ მიმართვიანობა. ქალთა და  ოჯახში ძალადობის წინაარმდეგ დაწყებული კამპანიის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელეს  დეა გოშხეთელიანის რეზონანსული  საქმე, რომელიც ყველა ინსტანციის სასამართლომ განიხილა. 

 

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა სამართალდამცავი ორგანობის მიმართ მიმართვიანობის გაზრდისა  და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შესახებ. ასევე, პოპულარულ ენაზე განმარტეს ძალადობის ტიპების: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური  და ეკონომიკური  ძალადობის დეფინიციები.


საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის ზაალ გორგიძის თქმით, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად საჭიროა ცვლილებების შეტანა კანონში. "ქვეყანაში შესაქმნელია მოძალადეების სარეაბილიტაციო ცენტრები, რადგან როგორც  მხოლოდ შემაკავებელი ორდენების გაცემით და მსხვერპლის სარეაბილიტაციო ცენტრებით 2006 წლიდან დღემდე სასურველი შედეგი ვერ მიიღო საზოგადოებამ."-ამბობს ზაალ გორგიძე


  შეხვედრას რეგიონალური მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია