დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს მეთხუთმეტე ქალაქი დაუძმობილდა
2009/07/15 04:57:53

ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია პოლონეთიდან დაბრუნდა. ის ოფიციალური  ოთხდღიანი ვიზიტით სამრეწველო ქალაქ პოზნანში იმყოფებოდა.  ვიზიტის დროს მას თან ახლდა ქუთაისის მერიის აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე.

პოზნანის  მერმა რიშარდ გრობელმა და ნუგზარ შამუგიამ პოზნანისა და ქუთაისის დაძმობილების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ეს ქუთაისისათვის რიგით მე-15 დაძმობილებული ქალაქია. პოზნანში, იქ, სადაც დაძმობილებული ქალაქების სიმბოლოებია აღმართული,  გაჩნდა წარწერაც, რომ ქუთაისსა და პოზნანს 2230 კილომეტრი აშორებს.

ორ ქალაქს შორის აქტიურ თანამშრომლობა ახალ ფაზაში შედის. იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება კულტურისა და განათლების სფეროში.

ამ ურთიერთობებს თებერევალში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ქუთაისში სტუმრად იმყოფებოდა პოზნანის რადას მდივანი და საგარეო ურთიერთობათა ოფიცერი.

მათი ვიზიტის შემდეგ ორ ეტაპად განხორციელდა საჯარო მოხელეთა გადამზადების პროექტი. თვითმმართველობის სამსახურის უფროსებმა სასწავლო კურსი გაიარეს პოლონეთში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია