დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სამარცხვინო“ მესამე ადგილი მოვიპოვე – შერმადინ მიქელთაძე
2015/05/29 11:21:10

„ახლახან შევარცხვინე მთელი საქართველო, ისიც უცხოეთში!“ - აცხადებს ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ბესარიონ-შერმადინ მიქელთაძე.

 

უნგრეთში ევროპის პირველობაზე ძიუდოში მასტერსის (ვეტერანების) ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატზე 1200 მონაწილეს შორის ქუთაისელმა ბესარიონ-შერმადინ მიქელთაძემ  მესამე ადგილი აიღო ასზე მეტ კილოგრამ კატეგორიაში (პირველი და მეორე ადგილი საფრანგეთს და გერმანიას ხვდა წილად).

 

– მეოთხე შეხვედრა ნახევარფინალში უნგრელთან მქონდა. ის უნგრელია და მე უპატრონო. ოდა, მსაჯიც ყოველ მის ხელის მოკიდებაზე გაფრთხილებას მაძლევდა. ბოლო, მესამე გაფრთხილებაზე სიცილი ამიტყდა. მსაჯს ვკითხე: ჯინა ლოლობრიჯიდა ხომ არაა, ხელის მოკიდება რომ არ შეიძლებათქო. მთლად არააო, მაგრამ შენთვის მისი ხელის მოკიდება  აკრძალულიაო, ასე მიპასუხა. ასე დავრჩი მესამე სამარცხვინო ადგილზე ევროპის პირველობაზე. არადა მხოლოდ ერთი ვმონაწილეობდი საქართველოდან ამ ტურნირზე და ოქრო გულით მინდოდა თქვენთვის. – აცხადებს ბესარიონ-შერმადინ მიქელთაძე.

 

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია